უპირველეს ყოვლისა საჭიროა კარგი გეოლოგიური გამოკვლევა.
ამით იწყება ყველაფერი.
თუ გარანტია მექნება, რომ "გეოლოგიური დასკვნის" დოკუმენტაციაში ნაჩვენები გრუნტის პარამეტრები (განსაკუთრებით კი R-კუმშვის წინაღობა) ზუსტად ასახავს რეალობას, მაშინ შესაძლებელი იქნებოდა კარგი რ/ბ-ის საძირკვლის გაანგარიშება/კონსტრუირება მასალის მინიმალური დანახარჯებით.
ყოფილა შემთხვევები, რომ გრუნტის არასწორი საწყისი მონაცემების გამო მომხდარა სულ მცირე შენობის არათანაბარი დაჯდენა, რაც იწვევს სხვადასხვა ადგილას ბზარების გახსნას, უარეს შემთხვევაში კი დიდ ჯდენებს და შეიძლება შენობის "ჩაძირვასაც" კი, რაც კატასტროფის მიზეზიც კი შეიძლება გახდეს.
იმისათვის რომ გრუნტის საწყისი მონაცემები (პარამეტრები) იყოს მაქსიმალურად ახლოს რეალობასთან, საჭიროა კარგი გეოლოგიური კვლევა სამშენებლო მოედნის. უნდა აღებულ იქნას ბევრი სინჯი, გატარებულ იქნას რამოდენიმე შურფი და ა.შ.
რაც უფრო მეტ შურფს გაიყვანენ სხვადასხვა ადგილებში და მეტ სინჯს აიღებენ, მით ზუსტი იქნება მიღებული შედეგები და პარამეტრები.
ასე, მაგალითად, თუ ვიღაცამ გაატარა მხოლოდ ერთი შურფი და მთლიანად იმის მონაცემებს დაეყრდნო, შეიძლება ეზოს ბოლოში (რაღაც შემთხვევითობის გამო - მაგ. ნაყარი გრუნტი, ძველი ნაგავი და ა.შ.) სულ სხვა თვისებების გრუნტი აღმოჩნდეს. კონსტრუქტორი კი საწყისი მონაცემების გამო შეცდომაში შედის, ჰგონია რომ იმაზე აფუძნებსს შენობას, რაც გეოლოგიურ დასკვნაში წერია, მაგრამ რეალობა სხვაა.
ეს მარტივი მაგალითია.
გარდა ამისა გრუნტს სხვა უამრავი მახასიათებელიც აქვს, რომელთა ზუსტი აღწერა და გათვალისწინება აუცილებელია.
ამ დროს კი ყოფილა შემთხვევები, თვით "ბლეფი" გეოლოგიაც კი მოუტანიათ - "ეგერ, სამი სახლის იქეთ კარგი გრუნტები იყო და მანდაც იგივე იქნება, სხვა რა უნდა იყოს" და "ტუფტაზე" დაწერილი დასკვნა.
ამ დროს კი არ ვიცით რა ხდება რეალურად იქ, სადაც საძირკველი უნდა იყოს.
ამიტომ საჭიროა კარგი გეოლოგი. სერიოზული პროფესიონალი, რომელიც საკმარისი რაოდენობის შურფებს გაატარებს რეალურ სამშენებლო მოედანზე და ზუსტ გეოლოგიურ დასკვნას დაწერს.
შემდეგ საჭიროა კარგი კონსტრუქტორი.
რომელიც შეადგენს კარგ მუშა პროექტს - გაანგარიშებები საკუთარ წონაზე, სეისმურ დატვირთვებზე (8 ბალი თბილისის შემთხვევაში) და შესაბამისი დეტალური ნახაზებით.
რაღაც დონის მშენებლობა ყველას შეუძლია, (ვაი, რომ ასე ითვლება საქართველოში). ზოგი პირდაპირ აშენებს საკუთარი "გამოცდილებით" - ან ძალიან მდარე ხარისხის პროექტით, რომელიც რეალურად მარტო ნახაზებია და არა ანგარიშები. ასეთი შემთხვევების შედეგად ზოგჯერ ხდება ის რომ მასალის გადახარჯვასთან გვაქვს საქმე, (რაც ფინანსურ პრობლემებს აჩენს ტყუილა) რადგან ხდება თავის დაზღვევა - არაკვალიფიციური ანგარიშების გამო ან ზოგჯერ მასალის დაკლება. (რასაც კატასტროფისკენ მივყავართ.) შეიძლება ერთი და იგივე შენობაზეც კი მოხდეს ორივე - ანუ გადახარჯვით კონსტრუირებული უბანი და პირიქით, არასაკმარისი მასალით, განივკვეთის ზომებით და არმირების პროცენტით კონსტრუირებული კვანძები.
შემდეგ, თუ რეალურად კარგი პროექტი გვექნება, საჭიროა მოხდეს ხარისხიანი მასალის ყიდვა. დიდი შენობა-ნაგებობების კომპლექსებისთვის მშენებლობის ადგილზეც ხდება ტესტირება.
ყველა მასალას აქვს თავისი პარამტრები:
საანგარიშო წინაღობა - კუმშვაზე, გაჭიმვაზე, დეფორმაციის მოდული, დასაშვები ძაბვა და ა.შ.
ეს ყველაფერი მაქსიმალურად ახლოს უნდა იყოს თეორიულთან.
აი, ამის შემდეგ უკვე დგება თვითონ მშენებლობის შესრულების ხარისხზე ლაპარაკი. რამდენად არის შესრულებული ისე, როგორც საპროექტო დოკუმენტაციაშია მოცემული.
ცუდი შესრულება, გარდა "აფერისტობისა" და მასალის შეგნებულად დაკლებისა (მოპარვის მიზნით...) შეიძლება გამოწვეული იყოს ნახაზების ვერ წაკითხვით, კვანძების არასწორად აწყობით და ა.შ. ამიტომ გარკვეული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს კონსტრუქციულ საავტორო ზედამხედველობასაც, როდესაც მნიშვნელოვანი კვანძების აწყობის ან დაბეტონების წინ კონსტრუქტორი კიდევ ერთხელ შეამოწმებს შენდება თუ არა ყველაფერი ისე, როგორც მას ჰქონდა ნაჩვენები და გათვალისწინებული.
ვინც ამ პირობებს და თანამიმდევრობას დაიცავს, საკმაოდ კარგად აშენებულ შენობას მიიღებს, ქართული რეალობის გათვალისწინებითაც კი.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 28 Dec 2010, 00:18
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)