მომაკვდინებელი შუქი - საშიშია თუ არა ენერგოდამზოგავი ნათურები
ამერიკელმა მკვლევარებმა ენერგოდამზოგავი ნათურების ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების საკითხი შეიწავლეს. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ისინი ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენენ.
კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა შეისწავლეს ადამიანის კანის უჯრედზე ჩვეულებრივი და ენერგოდამზოგი ნათურის გავლენა. მკვლევარებმა ამასთან დაკავშირებით ექსპერიმენტიც ჩაატარეს და აღმოჩნდა, რომ ენერგოდამზოგავ ნათურებს ულტრაიისფერი გამოსხივება იმდენად მაღალია, რომ იგი კანის უჯრედებს აზიანებს. რაც შეეხება ჩვეულებრივ ნათურას, მას რაიმე ზეგავლენა ადამიანის კანზე არ მოუხდენია.
დერმატოლოგი მარსია საიმონი მიიჩნევს, რომ მისი ზემოქმედების ქვეშ დიდი ხნის განმავლობაში ყოფნის შემთხვევაში შესაძლოა ადამიანს კანის კიბოც კი განუვითარდეს.
პუბლიკაციაში გამოქვეყნებული მოსაზრებები უკვე უარყო ენერგოდამზოგავი ნათურების მწარმოებელმა კომპანიებმა, ისინი მიიჩნევენ, რომ ულტრა იისფერი სხივების რაოდენობა ჯანმრთელობისთვის საზიანო არ არის და ისინი წარმოების პროცესში ინარჩუნებენ ულტრაიისფერი სხივების გამოყოფის დაშვებულ ნორმას.
http://info9.ge/?l=G&m=108&id=26437რას იტყვით,ხალხო? :rolleyes: