ძალზედ მიხარია რომ თემა გაიხსნა ამ საკითხზე ვინაიდან მეც ვდგავარ ამ სპეციფიური ამოცანის წინაშე.
იმედი მაქვს სპეციალისტები გაგვიზიარებენ თავიანთ გამოცდილებას.
ჩემს საკუთხს რაც ეხება - გაზსადენის მილი სადარბაზოდან ბინის კარამდეა მოყვანილი.
რამდენადაც ვხვდები ჩასათარებელია ორი პრინციპული სამუშაო:
1. ყაზტრანსგაზში აბონენტად რეგისტრირება, რის შემდეგ მათი სპეციალისტები ანხორციელებენ მრიცხველის მონტაჟს (სადარბაზოში). როგორც ზემოთ წავიკითხე აღნიშნული 300 ლარი ღირს.
2. შიდა ქსელის მოწყობა - გაზის მილსადენის მიყვანა გათბობის ქვაბამდე და გაზის ქურომდე. ამ საკითხს რაც ეხება არანაირად არ მსურს სახლში ლითონის მილსადენის გამოყენება, ვგეგმავ მოქნილი სქელკედლიანი ან პლასტმასის მილების გამოყენებას. ჩემი აზრით უფრო მარტივი დასამონტაჟებელია, მოხვევებიც შედარებით ადვილია და კოროზიის საშიშროებაც არ დგას.
ძალიან არ მინდა მილი რომ ჩანდეს და ვგეგმავ ორიდან ერთს:
ა) იატაკის მოჭიმვის ქვეშ გავატარო, გარცმის მილში გატარებით; ბ) კედელს გავაყოლო და ნალესში დავმალო. ჭერში გატარება სამწუხაროდ არ გამოვა ვინაიდან გზაზე ბევრი რიგელი მხვდება. ამ ორიდან უფრო ვიხრები იმ აზრისკენ რომ კედელს გავაყოლო ვინაიდან თუ რამეა მირჩევნია კედელი გამოვჩიჩქნო ვიდრე იატაკი ავყარო.
საბოლოოდ ჩემი შიდა ქსელი ამდაგვარ კონცეფციად ჩამოვაყალიბე:
_სადარბაზოში არსებულ 50მმ ლითონის მილზე 50X25მმ გადამყვანის მონტაჟი;
_გადამყვანზე ჩამკეტი ონკანის მონტაჟი (სადარბაზო);
_ონკანზე შტუცერის ან გადამყვანი ლითონი/პლასტმასის დამონტაჟება;
_შტუცერიდან მოქნილი/პლასტმასის მილით ბინაში შესვლა;
_ბინაში კედელზე გაყოლებით სამზარეულომდე მისვლა სადაც მონტაჟდება სამკაპი;
_სამკაპიდან ერთი ხაზი მიდის სამზარეულოში არსებულ გაზის ქურომდე, მეორე გათბობის ქვაბამდე;
_გათბობის ქვაბსა და გაზის ქუროს უყენდება ინდივიდუალური ონკანები.
chiefangelროგორ უყურებ ამ ჩემს შედევრს??

გმადლობთ წინასწარ!
infinity...