BaGs-BannY1. მიმართეთ იმ მუნიციპალიტეტს ვისაც ეკუთვნის ტერიტორია ქვემდებარეობისამებრ;
2) მუნიციპალიტეტის შესაბამის სამსახურში უნდა გაიაროთ მშენებლობის ნებართვის მოსაპოვებლად საჭირო სტადია - მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების აღება. ამ დოკუმენტში განისაზღვრება კოეფიციენტები, სხვადასხვა შეზღუდვები და მოთხოვნები (არსებობის შემთხვევაში).
3. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნკავეთისათვის არასასოფლოს სტატუსის ცვლილებას ახდენს საჯარო რეესტრი (ნუ ახდენდა), წინასწარ ვერ გეტყვით ვერავინ პრობლემა იქნება თუ არა;
4. მხოლოდ მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების აღების შემდეგ ხდება არქიტეტქურული პროექტის შემუშავება და ნებართვის აღება.
პ.ს. სანამ იყიდით ჯერ ეგენი დააზუსტეთ, ტყუილად ფული რომ არ გადაყაროთ, ჩემი რჩევა იქნება