brutal_88მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 განსაზღვრავს, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიის მაქსიმუმ რა ნაწილზეა დასაშვები შენობა-ნაგებობების განთავსება.
მიწის ნაკვეთის განაშენიანების კოეფიციენტი კ-1 არის შენობა-ნაგებობის მიწისპირა სართულის იატაკის ზედაპირის გარე პერიმეტრში მოქცეული ფართობის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მაქსიმალური მაჩვენებელი.
ანუ 300 კვმ ზე ამ შემთხვევაში უფლება გაქვს რომ 150 კვმზე დადგა შენობა-ნაგებობა ეს მარტივად რომ ვთქვათ.
რაც შეეხება კ2-ს
მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 განსაზღვრავს, ცალკეულ ზონაში, კონკრეტული მიწის ნაკვეთის ტერიტორიაზე დასაშვებ, შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულების, აგრეთვე სრულ სართულთან, ამ წესებით გათანაბრებული მანსარდის ან მისი ნაწილის იატაკის ძირითადი კონსტრუქციების ზედაპირების ჯამური ფართობს.
მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2 არის შენობა-ნაგებობის მიწისპირა და მიწისზედა სრული სართულების იატაკის ძირითადი კონსტრუქციების ზედაპირების ჯამური ფართობის მიწის ნაკვეთის საერთო ფართობთან შეფარდების მაქსიმალური მაჩვენებელი.
სიმაღლეში რამხელა შენობის აშენება შეგიძლია, ეგ ყველაფერი ზემოთდაწერილი განმარტების შესაბამისად უნდა გამოთვალოს არქიტექტორმა შენობის პროექტის მიხედვით.

პ.ს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ძველ უბანშია და შესაძლოა სხვა შეზღუდვებიც იყოს.
პ.პ.ს. განმარტებები დაკოპირებულია ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების დამტკიცების შესახებ თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებიდან #4-13, 27.03.20009წ