Greenbroმერიაში ქონების მართვის სააგენტოს უნდა მიმართო რომ ქალაქის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი იჯარით მოგცენ
თუმცა გარე ვაჭრობისათვის მათ აქვთ ცალკე გამოყოფილი უკვე ადგილები რაზეც აუქციონს აცხადებენ და ესე შენი სურვილით ადგილს არავინ მოგცემს...
შიიტი1ლეგალიზების თაობაზე არსებობს მიშას დროინდელი ბრძანებულება (#660, 24.11.2007წ, პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის დამტკიცების თაობაზე", რომელიც თავის მმხრივ მიღებულია არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
https://matsne.gov.ge/index.php?option=com_...=101728&lang=geეს ბრძანებულება არეგულირებს უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ლეგალიზების საკითხს.
თუ ობიექტი დასრულებული არ არის და ჯდება ამ ბრძანებულებით დადგენილ ნორმებში, მაშინ ის ექვემდებარება ლეგალიზებას, ანუ კანონიერად ჩათვლას. ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილებით ხდება ობიექტების ან მათი ნაწილების დაკანონება. ლეგალიზება იმავდროულად ნიშნავს ობიექტის ან მისი ნაწილის საექსპლუატაციოდ ვარგისად აღიარებას და მის ექსპლუატაციაში მიღებას.
თუ როგორც თქვენ ამბობთ, ეს მიშენება კანონიერია და უბრალოდ დასასრულებელია, მაშინ უნდა მიმართოთ ნორმალურ არქიტექტორს , ვინც გაგიკეთებთ პროექტს და ელექტრონული სახით შეიტანთ თბილისის მერიის სსიპ არქიტექტურის სამსახურში (საიტის მეშვეობით www.tas.ge) ჯერ დასრულებაზე და მერე რომ დაასრულებთ, ლეგალიზებაზე.
თუ დასრულებაც არ ჭირდება პირდაპირ შეიტანთ ლეგალიზებაზე
პ.ს 800 ლარი რისი თანხაა?
ლეგალიზებაზე განაცხადის შეტანა უფასოა თუ დაჩქარებული მომსახურება არ გინდათ,
ეგ 800 ლარი იმ კერძო ფირმის ,,სტავკაა" ასე ვთქვათ
უფრო იაფადაც შეიძლება გამოძებნოთ
რაც შეეხება სხვამ როგორ გააკეთა და მე რატომ უნდა გავაკეთო-ეგ არაა სწორი მიდგომა - თუ სხვამ უნებართვოდ ამოაშენა და კიდე ზემოდნ დააშენა და ისედაც დამახინჯებულ კორპუსს კიდევ რაღაც სიმახინჯე მიადგა, ეს არ ნიშნავს იმას რომ თქვვენც იგივე გააკეთოთ....
წარმატებები!
This post has been edited by IVANICHA on 31 Oct 2014, 11:03