HULK1815შენობა-ნაგებობები ფართობის და სხვა მაჩვენებლების მიხედვით იყოფა 5 კლასად (კატეგორიად)
აქედან I კლასის ობიექტზე ნებართვა გაიცემა გამარტივებული ფორმით, მხოლოდ წერილობითი დასტურით, ფოტომონტაჟის და ამონაწერის წარდგენის საფუძველზე, 5 სამუშაო დღეში.
სხვა არაფერი არ ჭირდება, არც პროექტი და არც ტრალი ვალი

შენობას რაც შეეხება- ამ მონაცემებს უნდა აკმაყოფილებდეს:
60 მ2-მდე სართულების იატაკის დონეებზე განაშენიანების ჯამური ფართობის, 5 მ-მდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 2 მ-მდე ჩაღრმავების მქონე შენობა;
მიწის ნაკვეთი უფრო დიდი უნდა იყოს ბუნებრივია, სულ ცოტა ორჯერ, ორნახევარჯერ უფრო მეტი მაინც, ზედ საზღვარზე ვერ დადგამთ შენობას, დაცული უნდა იქნეს სამეზობლო მიჯნები და სხვა ნორმები...
პ..ს, 2 სართულიანი მაგ ფართით როგორ გავა- 110 კვადრატი გამოდის და ეგ უკვე მე2 კლასის შენობაა (300 კვმმდე) რომელსაც შესაბამისი ნებართვის მოსაპოვებლად სამი განსხვავებული სტადიის გავლა სჭირდება:
1. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების აღება (დგინდება კოეფიციენტები, შეზღუდვები, მოთხოვნები)
2. არქიტექტურული პროექტის შეთანხმება
3. მშენებლობის ნებართვის გაცემა.
პ.პ.ს მგონი გასაგებად ავხსენი