IVANICHAგაიხარე , ეს მომწერეს...
თანახმად
გადაწყვეტილება
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურში განხილული იქნა თქვენს მიერ ელექტრონულად
ატვირთული დოკუმენტაცია, რასთან დაკავშირებითაც გაცნობებთ, რომ გაურკვეველია არსებული მიშენებული
აივნის (რომლის რეკონსტრუქციაც გაქვთ გათვალისწინებული ამ ეტაპზე) კანონიერების საკითხი. წარმოდგენილი
იქნას აივნის მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლის შესაბამისი დოკუმენტაცია, მშენებლობის
ნებართვის შესაბამისი აქტები, არსებული მიშენების კანონიერების დამადასტურებელ სხვა საბუთებთან ერთად.
მხოლოდ ზემოაღნიშნული საკითხის დაზუსტების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდგენის შემდგომ
შესაძლებელი იქნება განაცხადის განმეორებით განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება, რომლის დროსაც
დამატებით გასათვალისწინებელი იქნება შემდეგი:
- ვინაიდან საჩრდილობლის მოწყობით გარკვეულწილად იზღუდება სარეკონსტრუქციო ფართის ზემოთ
არსებული ბინის მესაკუთრის უფლებები, მის საკუთრებაში არსებული ბინის თავისუფალ ექსპლუატაციასთან
დაკავშირებით, რაიმე სახის უთანხმოების წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით, საჩრდილობლის მოწყობის
საკითხი ამ ეტაპზევე შეთანხმებული იქნას თქვენს საკუთრებაში არსებული ფართის ზემოთ არსებული ბინის
მესაკუთრესთან. აღნიშნული თანხმობა კი უნდა ატვირთოთ "ფაილის მიმაგრება" ველში და ამასთანვე უნდა
მოგვაწოდოთ მისი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
აქვე გაცნობებთ: არსებული მიშენების კანონიერების დამადასტურებელი საბუთის უქონლობის და იმ შემთხვევაში
თუ მშენებლობა ნაწარმოებია 2007 წლის 01 იანვრამდე, საკითხი უნდა დააყენოთ ობიექტის ლეგალიზაციის კუთხით,
რომლის შესაბამისად უნდა აირჩიოთ "ლეგალიზების" ნომენკლატურა და სწორად განსაზღვროთ საპროექტო
ობიექტის ფუნქციური დანიშნულება და ინფორმაცია ლეგალიზების ტიპის შესახებ.
გაითვალისწინეთ, რომ თქვენ გეძლევათ 15 დღიანი ვადა მითითებული ხარვეზის გამოსასწორებლად, თუ
დადგენილ ვადაში განმცხადებელი არ წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტაციას, განცხადება დარჩება
განუხილველი.
ზოგი გავიგე ზოგი ვერა :\

თან ახალწლებია, რას მოვასწრებ 15 დღეში
This post has been edited by Mordock on 28 Dec 2014, 21:45