giorgixec1ჯარიმები კი არის, იცოცხლე

გამოსავალიც არის -მაგ უნებართვო მიშენების ლეგალიზება ანუ კანონიერად ჩათვლა, რასაც სჭირდება გარკევული საბუთები და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს რამდენიმე მოთხოვნას - ზემოთ დაგიწერე 2007 წლის 1 იანვრამდე უნდა იყოს გაკეთებული და მაგის საბუთსაც მოგთხოვენ, ან აეროფოტოგადაღება ძველი, ან მეზობლებმა უნდა დაგიდასტურონ და აშ.
რჩევა:
შენ ადგილას ჯერ გადავუღებდი მაგ აივანს სურათებს და მივუტანდი შესაბამისი კონსულტაციისათვის მერიის არქიტექტურის სამსახურში უშუალოდ ვინც ლეგალიზებაზეა იმ კონსულტანტს. დანარჩენს ის დაგაკვალიანებს.
დაგჭირდება პროექტი რომელიც კერძო არქიტექტორს უნდა გააკეთებინო, ეგ შენი ხარჯია. შემდეგ ამ საბუთებს ყველაფერს ელექტრონულად ატვირთავ სამსახურის საიტზე შესაბამის ნომენკლატურაში და პასუხსაც დადგენილ ვადაში ელექტრონულად მიიღებ. (ნახე www.tas.ge)