თქვენს ნაკვეთს სხვა მისასვლელი აქვს?
თუ არ აქვს და ეგ ერთადერთი საშუალებაა თქვენს ნაკვეთთან მისასვლელად მაშინ ალბათ უნდა მოითხოვოთ დადგინდეს კერძო სერვიტუტი, რასაც სამოქალაქო კოდექსიც ითვალისწინებს -247 მუხლი
მუხლი 247. ცნება
1. მიწის ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება შეიძლება სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრის სასარგებლოდ ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული), რომ ამ მესაკუთრეს უფლება ჰქონდეს, ცალკეულ შემთხვევებში ისარგებლოს ამ ნაკვეთით, ან აიკრძალოს ამ ნაკვეთზე ზოგიერთი მოქმედების განხორციელება, ანდა გამოირიცხოს დატვირთული ნაკვეთის მესაკუთრის ზოგიერთი უფლების გამოყენება სხვა ნაკვეთის მიმართ (სერვიტუტი). სერვიტუტის დადგენის მიმართ გამოიყენება უძრავი ნივთის შეძენისათვის გათვალისწინებული წესები.
2. საზღაური შეიძლება განისაზღვროს პერიოდული გადასახდელის სახით.
და
თბილისის ტერიტორიების განაშენიანების რეგულირების წესებიც, მუხლი 27
კერძო სერვიტუტები შესაძლებელია დადგენილ იქნეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთის ან უძრავი ქონების სხვა ობიექტის შეზღუდული სარგებლობის მიზნით, იმ შემთხვევაში, როდესაც არ არსებობს სხვა შესაძლებლობა და უზრუნველყოფილი უნდა იქნეს:
ა) შენობა-ნაგებობების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი და ექსპლოატაცია;
ბ) საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეკონსტრუქცია, რემონტი და ექსპლოატაცია;
გ) ტერიტორიების საინჟინრო მომზადება და დაცვა;
დ) მისასვლელის მოწყობა.
თუ ამ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ადმინისტრაციული საჩივრით უნდა მიმართო მერიის იურიდიულ სამსახურს და გაასაჩივრო ქონების სააგენტოდან მიღებული პასუხი.
სხვა შანსს ვერ ვხედავ