IVANICHAგაუმარჯოს
ამ საკითხზე, როგორც მირჩიე გავაგზავნე არქიტექტურის სამსახურში საიტიდან შეკითხვა და ქალაქგეგმარებითი დასკვნაზე მოთხოვნა და აი რა პასუხი მომივიდა:
არქიტექტურული ნებართვები გამარტივდა (post #38811110)გადაწყვეტილებათქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ თუ აპირებთ არსებული შენობის რეკონსტრუქციას მხოლოდ
დაშენებით და არ იზრდება მოშენების ფართი, შესაბამისი განაცხადი და პროექტი უნდა ატვირთოთ ჩვენი
სამსახურის ვებგვერდზე
http://tas.ge/–ზე მშენებლობის ნებართვის (II და III სტადია) შესაბამის ველში, რადგან შენობის რეკონსტრუქცია–დაშენება არ საჭიროებს მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების
პირობების მომზადებას (I სტადია).
აქვე გაცნობებთ, რომ თქვენს დაინტერესებაში არსებულ საკადასტრო ერთეულზე (საკადასტრო კოდი: #01.
12.XX.XXX) დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის გრაფიკული ნაწილის–რუკის
მიხედვით ვრცელდება ზოგადი საცხოვრებელი ზონის სტატუსი, თუმცა ვინაიდან ის წარმოადგენს არასასოფლო–
სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებს, მისი სამშენებლოდ განვითარება შესაძლებელია საცხოვრებელი ზონა 3–
ის (სზ–3) პარამეტრებით (იხ.დანართი).
საცხოვრებელი ზონა 3 (სზ-3):
ა) დაბალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონა, სადაც განაშენიანების დომინირებულ სახეობას შეადგენს
საცხოვრებელი სახლები. ასევე, დასაშვებია ამ წესების დანართი -1-ით განსაზღვრული ძირითადი და სპეციალური
ზონალური ნებართვით დაშვებული სახეობები (იხ. დანართი).
ბ) კოეფიციენტები:
ბ.ა) მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქისიმალური კოეფიციენტი (კ-1) – 0,5;
ბ.ბ) მიწის ნაკვეთის განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-2) – 1,5;
ბ.გ) მიწის ნაკვეთების გამწვანების კოეფიციენტი (კ-3) – 0,2.
ეხლა, უბრალო ენით რომ ავხსნათ, როგორ ფიქრობ მომცემენ თუ არა მეორე სართულის (ფართით პირველ სართულზე ნაკლების) დაშენების ნებართვას?
ამ პასუხით მივიდე უკვე არქიტექტურის სამსახურში?
მადლობა კიდევ ერთხელ წინასწარ.