ქაფქიანამიწის ნაკვეთი გაქვს?
თუ ყიდვა გინდა ქალაქისგან - ამ საიტის მეშვეობით არის შესაძლებელი -
http://propertymap.tbilisi.gov.ge/თუ უკვე გაქვს მიწის ნაკვეთი და მაზე გინდა 60 კვმმდე შენობის აშენება - ამ კვადრaტულობის მქონე შენობა წარმოადგენს I კლასის შენობა-ნაგებობას, რომლის განთავსებაზე საჭიროა მარტივი პროცედურა - წერილობითი თანხმობის მიღება თბილისის არქიტექტურის სამსახურისგან. ამ თანხმობის მისაღებად არქიტექტურის სამსახურის საიტზე უნდა დარეგისტრირდე, (www.tas.ge), და ელექტრონული განაცხადი უნდა გააკეთო, ატვირთო მოთხოვნილი დოკუმენტაცია (ამონაწერი, არსებული სიტუაციის ფოტოები, და საპროექტო ფოტომონტაჟი - (ფოტოშოპში შენც შეგიძლია გააკეთო),
თუ რამე მე ხარვეზი არ იქნა 5 სამუშაო დღეში უნდა მოგივიდეს დადებითი პასუხი.
პ.ს. ნაკვეთებზე ინფორმაცია ამ საიტებიდანაც შეიძლება და პლიუს რეესტრის საიტი reestri.gov.ge
რაც შეეხება მშენებლობას - ეს დამოკიდებულია რა მასალა გინდა, რა ფართი იქნება და აშ, აი ვილა პაკოს სახლები ნახე
http://pakohouse.ge/....ფასების ვარირებაც შესაბამისია რა.......
კომუნიკაციების მიყვანა ცალკე საჩალიჩოა, ცალკე ყაზტრანსგაზი, ცალკე თელასი და ცალკე ჯივიპი....
და კიდე
ყველა ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლის აშენება არ შეიძლება, ქალაქის ტერიტორიაზე, სხვადასხვა ადგილას არის გარკვეული სახის შეზღუდვები, ამიტომ ,,ტყუილად" რომ არ იყიდო ვინმესგან ნაკვეთი, ჯერ საკადასტრო კოდის მეშვეობით შეგიძლია დაადგინო არქიტექტურის სამსახურში ეს ნაკვეთი რომელ ზონაშია და რისი მშენებლობაა დასაშვები..... მაგ სამსახურის საკონსულტაციო ოთახი არის მერიაში, შარტავას 7-ში, მე-2 სართულზე