

გარეთ უკვე საგრძნობლად დათბა, გაზაფხულია... ზაფხულამდეც დიდი დრო აღარ დარჩა, მაგრამ მაღალი ტემპერატურა, რომელიც წელიწადის ამ დროს თან ახლავს, ყველასთვის თანაბრად სასიამოვნო ნამდვილად არ არის. მოკლედ, თუ თქვენ სიცხეს გაურბიხართ და ცდილობთ, პაპანაქებას თავი სიგრილეში შეაფაროთ, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა... იმიტომ, რომ ზაფხულში ზამთრის სიგრილე მხოლოდ კონდიციონერს შეუძლია გაჩუქოთ, მაგრამ არა უბრალოდ კონდიციონერს, არამედ სწორად შერჩეულს!
მაშ ასე, რა მახასიათებლებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, თუ კონდიციონერის ყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი: როგორც სპეციალისტები ამბობენ, მთავარი კრიტერიუმი ის ოთახია, რომელშიც მის დამონტაჟებას აპირებთ, თუმცა ამავდროულად აუცილებელია, ოთახის ყველა მახასიათებლის გათვალისწინება. საქართველოში კონდიციონერის არჩევისას უმეტესად მხოლოდ გასაგრილებელი სათავსოს ფართობს - კვადრატულ ზომას ითვალისწინებენ, რაც არასწორი მიდგომაა: შესაძლოა, ამ მახასიათებლით კონკრეტული მოწყობილობა კონკრეტულ ოთახს მართლაც შეესაბამება, მაგრამ თუ ოთახი მზის მხარესაა განთავსებული, დიდი მინები ან თხელი კედლები აქვს, შესაბამისად, დიდ თბურ ენერგიასაც აგროვებს და გაცილებით მეტი სიმძლავრის კონდიციონერის დამონტაჟებას ითხოვს. ზოგჯერ კი პირიქითაც ხდება: ოთახი დიდია, მაგრამ მზის მხარეს არ მდებარეობს, მცირე ზომის ფანჯრები და სქელი კედლები აქვს, ამიტომ მის გაგრილებასაც მცირე ენერგია სჭირდება. ჩვეულებრივი მომხმარებელი მსგავს დეტალებში ნაკლებად ერკვევა, ამიტომ ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი სპეციალისტის რჩევა და ის მაღაზიაა, სადაც შენაძენს აკეთებთ.
მაღაზიათა ქსელ "საგას" კვალიფიციური და კარგად მომზადებული პერსონალი ჰყავს. ექვსივე მაღაზიაში კონსულტანტები დეტალურად გეკითხებიან იმ სათავსოს მახასიათებლებს, სადაც კონდიციონერი უნდა დამონტაჟდეს. მიღებული პასუხების შემდეგ კი ზუსტ და კომპეტენტურ რჩევებს იძლევიან. "კონდიცირების შემთხვევაში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გასაგრილებელი ფართის თბური მახასიათებლების დაკონკრეტება და სწორი შეფასება, ამიტომ ყოველთვის ვცდილობთ პერსონალის მაღალი პროფესიული დონის შენარჩუნებას - ვატარებთ სემინარებსა და ტრენინგებს. ჩვენი კონსულტანტების კვალიფიციური რჩევებიც სწორედ ამის დამსახურებაა. ამასთან, ჩვენ სპეციალიზირებული მაღაზიები გვაქვს, შესაბამისად, ფალსიფიკაციის საფრთხე, რომელიც საქართველოში მაღალია, "საგა"-ში საერთოდ არ არსებობს",- აღნიშნავს კომპანიის მთავარი ინჟინერი ნუგზარ ლეკვეიშვილი.
რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია კონდიციონერის ხარისხიც. "საგაში" ბევრი ისეთი ბრენდის პროდუქციაა წარმოდგენილი, რომლებიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა. აქ კონდიციონერს სასურველ ფასად შეიძენთ, იმიტომ რომ ყველა საფასო კატეგორიის პროდუქციაა წარმოდგენილი და ღირებულებაც საკმაოდ დაბალი ნიშნულიდან იწყება. შეძენილ პროდუქტზე 2-დან 5 წლამდე გარანტია მოქმედებს. და ბოლოს, იმისთვის, რომ კიდევ უფრო დარწმუნებული იყოთ საკუთარ შენაძენში, კონდიციონერის ყიდვამდე, "საგას" სერვის ცენტრის თანამშრომელი სრულიად უფასოდ გესტუმრებათ, ადგილზე თავად შეაფასებს რა სიმძლავრის კონდიციონერი გჭირდებათ და შეძენის შემდეგ დაგიმონტაჟებთ კიდეც.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალის ცოდნა გჭირდებათ: თანამედროვე ტრენდი მსოფლიო კონდიციონერების ბაზარზე ენერგოდამზოგი მოწყობილობები, იგივე ინვერტერული კონდიციონერებია. ეს პროდუქცია ევროპაში უკვე დიდი ხანია გავრცელებულია. სპეციალისტები მომხმარებლებს ურჩევენ აქცენტი სწორედ ასეთ ეკოლოგიურ მოწყობილობებზე გააკეთონ: ისინი არც გარემოს აზიანებენ და ამავდროულად მოხმარებულ ენერგიასაც ზოგავენ. "ტექნოლოგიები უკვე იმდენად განვითარდა, რომ ინვერტერული კონდიციონერები დიდი სიზუსტით ინარჩუნებენ მომხმარებლის მიერ მოთხოვნილ ტემპერატურას და მოიხმარენ ზუსტად იმდენ ენერგიას, რამდენიც გასაგრილებელ ფართს სჭირდება. ასეთი კონდიციონერი ოდნავ ძვირი
ღირს, მაგრამ იმდენად ნაკლებ ენერგიას ხარჯავს, რომ მთელი სეზონის მანძილზე 40%-ით ზოგავს ელ. ენერგიის გადასახადებს",- განმარტავს ნუგზარ ლეკვეიშვილი.
"საგაში" კონდიციონერების დიდი არჩევანია: ენერგოეფექტურთან ერთად, მსურველებს ისეთი მოწყობილობის შეძენაც შეუძლიათ, რომელიც არა მარტო აგრილებს, არამედ დახვეწილი დიზიანის წყალობით, ალამაზებს კიდეც ინტერიერს. აქ წარმოდგენილია ისეთი მსოფლიო ბრენდის კონდიციონერები, როგორებიცაა FUJITSU, FUJITHERMA, ARISTON, GALANZ და SAGA. კომპანია მომხმარებელთან გრძელვადიან ურთიერთობებზეა ორიენტირებული, რასაც ადასტურებს ის ფაქტი, რომ "საგა" 1994 წლიდან ავტორიზებული სერვის-ცენტრის დახმარებით, მაქსიმალურად კომფორტულ მომსახურებას უწევს მათ.
ასე რომ, თუ გსურთ მაქსიმალურად მომზადებული დახვდეთ ცხელ ზაფხულს, ეწვიეთ მაღაზიათა ქსელ "საგა"-ს შემდეგ მისამართებზე:
თბილისი: წერეთლის 116; ტელ: 2 35 69 79
ჯავახეთის 24, ტელ: 2 73 33 30
ელიავა - აგლაძის 7ბ; ტელ: 2 34 00 80
ელიავა - შესასვლელი ხოშარაულის ქუჩიდან. ტელ: 2 34 52 54
ბათუმი: გრიბოედოვის 67; ტელ: (0 422) 29 20 60
ქუთაისი: ჭავჭავაძის 49; ტელ: (0 431) 26 31 17
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ - 2 43 55 43
This post has been edited by Saga on 18 Apr 2013, 14:52