იმ ავტოფარეხებზე რაც საცხოვრებელი კორპუსის წითელ ხაზებშია, ანუ მის საზღვრებშია მოქცეულია გარაჟზე დაშენების უფლება არ მოგცემენ
* * *
Lady HaWaIმშენებლობის ნებართვა გაიცემა 3 ეტაპად:
1) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების აღება (განისაზღვრება კოეფიციენტები, პირობები, შეზღუდვები და აშ)
2) შესაბამისი არქიტექტურული პროექტის შეთანხმება მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შესაბამისად
3) მშენებლობის ნებართვის აღება...
განაშენიანების რეგულირების წესების მიხედვით ქალაქი დაყოფილია სხვადასხვა ზონებად: საცხოვრებელი, საზოგადოებრივ-საქმიანი, სამრეწველო სატრანსპორტო, სარეკრეაციო და აშ. ყველა ამ ზონებში მოქმედებს განსხვავებული განაშენიანების კოეფიციენტები და ასევე მშენებლობისათვის დასაშვები ობიექტების სახეობები, მაგ, სამრეწველო ზონაში საცხოვრებელ სახლს ვერ ააშენებთ, სარეკრეაციოში საერთოდ ვერაფერს ვერ ააშენებთ, და აშ...
ქალაქის მასშტაბით რამდენიმე ადგილას არის კიდევ გარკვეული შეზღუდვები (რკინიგზის, გაზის, თბილისის ზღვის, ავტომაგისტრალის გაფართოების, სასაფლაოების და აშ),
ამიტომ
სანამ რამეს გადაწყვეტთ
ჯერ გაარკვიეთ არქიტექტურის სამსახურში
რომელ ზონაშია საპროექტო ტერიტორია
და რისი აშენება შეიძლება მასზე

პ.ს. და კიდევ, დაიქირავეთ კარგი არქიტექტორი, ყველა ვინც 3დმაქსი და არქიკადი ისწავლა, არქიტექტორი არ არის