giogrigoliaვიყავი დღეს ზოდის მაღაზიაში. არჩევანი დიდი ვერაფერი, დახურული თეთრი იყო სულ 1 ცალი

თან 250-255 ლარები ღირდა, როცა გორგიაში 240 ღირდა და არჩევანი მეტი იყო, ორი ცალი

და 240 ლარად მოგიტანთ, დავაყენებთო, 10 ლარს თუ დაამატებ, ჩარჩოსაც სასურველ ზომაზე გადაგიხეერხავთო და ზოდი-ში არა, მარტო მოტანაო, დაყენება 50 ლარიო

და გორგიას პირობები რომ ვუთხარი, დაიბნა და 230-ად მატანდა, ოღონდ მონტაჟის გარეშე. არ ვიყიდე. ჯეოდორი კიდევ დაკეტილი დამხვდა.
მოკლედ, 240-260 ლარები ღირს ეს მდფ-ები და ყველა ერთია მგონი, არჩევას დიდი აზრი არ აქვს.
ვინმე თუ ერკვევით ლამინატებში, წერეთელის 74 ნომერში რაღაც მაღაზიაში ვნახე თურქული PELI parquet-ის ფირმის ლამინატი, ფერი მომეწონა, 20 ღირდა, 18-ად გაგატანო. ვარგა? ახლობელმა მითხრა, 40 ლარამდე ლამინატები რაცაა, დიდი სხვაობა არაა ხარისხშიო და ეს ფასი მაწყობს ფრიად.