ასეთი ამბებიც ხდება,
დაგვირეკეს ოფისში..
რამდენიმე წლის წინ აშენებულ სახლში, სარდაფში და პირველ სართულზე პრობლემა დადგა, -კედლები სინესტისგან გაშავდა, სინესტემ იჩინა თავი მეორე სართულის კედლებზეც, დაბლა კუთხეებში(სახლი სამსართულიანია)...
შეწუხებული სახლის პატრონი რჩევას გვეკითხებოდა;
პრობლემას ის ამძაფრებდა, რომ სახლის პატრონს საძირკვლის ჰიდროიზოლაცია გაკეთებული ჰქონდა...უხარისხო მასალით!!!!!
მომართვის სიხშირე ხშირ შემთხვევაში უშუალოდ წვიმიან ამინდს არ უკავშირდება, ანუ წყლის გაჟონვა , ერთ მშვენიერ წვიმიან დღეს შეიძლება დაიწყოს, მაგრამ თავი რამდენიმე თვეში, წელიწადში იჩინოს..და სინესტის უსიამოვნო კვალი და სუნი სარდაფში, პირველ სართულზე,ასევე სხვა ოთახებშიც გაჩნდეს..
შენობის ჰიდროიზოლაცია საძირკვლიდან იწყება, სწორად დაგეგმილი ჰიდროზოლაცია დაგიცავთ იმ სავალალო შედეგებისაგან, რასაც მოჰყვება შენობის ჯდენით ბზარებს, ტემპერატურის მკვეთრ ცვალებადობას, დროგამოშვებით მიწისქვეშა ბიძგებს, და ა.შ.
თუ ჰიდროსაიზოლაციო მასალას არ აქვს შესაბამისი პარამეტრები,(1. აუცილებლად ელასტიურობა, რათა იმუშაოს ბზარებზე; 2.მედეგობა ტემპერატურული ცვლილებების მიმართ, 3.ანტიკოროზიულობა, 4.დაძველება, 5.თერმომდგრადობა, 6. წინააღმდეგობის უნარი აგრესიული გარემოს მოქმედების მიმართ და ა.შ ) ის მასალა ადრე თუ გვიან წყალს გაუშვებს
რა შეცდომა დაუშვა სახლის პატრონმა?
1. არ დაინტერესდა ჰიდროსაიზოლაციო მასალის ხარისხით, შესაბამისად მასალამ ვერ იმუშავა და წყალმაც არ დააყოვნა,
საწუხაროდ თვალით უხილავი, კაპილარული ბზარიც საკმარისია იმისათვის რომ წყალმა შიგ გასასვლელი იპოვოს, რასაც დროთა განმავლობაში მივყავართ სავალალო შედეგებამდე..
2. სიაფეზე გააკეთა აქცენტი, როცა მთელი სახლის აშენება დაუჯდა სადღაც 700 00ო$-მდე....
სახლი ის ნივთი არ არის,რომელსაც ხშირად გამოცვლი !!!
ჩვენ გთავაზობთ ხარისხიან ჰიდროიზოლაციას,საძირკვლებისთვის
Hypedesmo pb 2k
ელასტიურობა : <2000%
ადგეზია : 20კგ.სმ
ტემპერატურის მუშა დიაპაზონი : -50 C +90 C
სწორი არჩევანი დაგაზოგვინებთ ფულს, დროს, ნერვებს
This post has been edited by Geo Novation Holding on 10 Sep 2012, 18:34
მიმაგრებული სურათი