მერე ნახერხი არ ჩამოცვივა? თუ როგორც არის;
მე მითხრეს, რომ ტბოიზოლაციისთვის ურევენ პერლიტს, ეკონომიური არ იქნება, რადგანაც მგონი პერლიტი გაკზე ძვირი ღირს,
ნახერხიც არ იქნება მთლად მუქთად, ერთი პერიოდი ბაჭია მყავდა სახლში და ერთ ერტჯერად პარკს 2 ლარად ვყიდულობდი
* * *
Genada
1 კვირაა რაც მოვრჩი 102 კვადრატული შავიდან თეთრამდე მიყვანს .
ნუ ზოგადად ყველას სხვა და სხვანაირად აქვს აღქმული თეთრი კარკასი მარა მე რა მიმაჩნია და რა დამიჯდა გეტყვი :
1)პრიველ რიგში კარები რაც ეყენა ის მოვახსნევინე რადგანაც თურქული ხლამი იყო . ავაწყე ელიავაზე რკინის კარები 2მმ ტრიანი რკინით . ეგ დაჯდა 650 ლარი , თან სპეციალური ნივთიერებით არის შეღებილი რომელიც არ იკაწრება . + ამას საკეტი დამიჯდა 550 ლარი იტალიური Cisa (ჩისა) . ანუ მთლიანობაში 1200 ლარი დაჯდა .
2) კედლების შელესვა გაჯით - ხელობა 6 ლარი და 10 ტონა გაჯი სადღაც 850 ლარი მოტანა/ატანით . ხელობა ჯამში სადღაც 2400 ლარი დაჯდა , ანუ ჯამში 3250 ლარი
3) სტიაჟკა - 2.5ტ ცემენტი და ერთი მანქანა ქვიშა , ხელობის ფასი კვადრატულზე 5 ლარი . ჯამში მგონი 1500 ლარი რა ყველაფერი
4) გათბობა - იტალიური მილები და რადიატორებიც იტალიური . პლიუს ხელობა - ჯამში 3000 ლარი . ოღონდ ქვაბი არ შედის.
5)გაყვანილობა - მასალა 500 ლარი , ხელობა 600 ლარი = 1100
6) წყლის მილების გაყვანილობები - 500 ლარი
პლიუს ცოტ ცოტა სხვა და სხვა წვრილმანი ხარჯი და მოკლედ ჯამში სადღაც 11000 ლარი რა .
ეს ვნახე სხვა თემაში, აქაც იყოს,
იმედია ასე წინდა უკან ტარებას ფორუმის წესები არ კრძალავს