საკმაოდ კარგად გადავუხადე მაგალითად მალიარს.
რასაც ვშოულობ იმაზე მეტი გაიტანა თვეში მაგ სალახანამ. თან ვითომ ავად გახდა და გამიცდინა ერთი კვირა.
მეც მესმის დეტალები და ვიცოდი სად შეიძლება დაეშვა შეცდომა ან გაეხალტურებინა.
ამიტომ ყოველ დღე ვუთითებდი რისთვის უნდა მიექცია ყურადღება.
მაგალითად, სადაც შეკიდული ჭერის კიდეებიდან უნდა დაენათებინა კედლებისთვის სანათებს, იქ ვეუბნებოდი იდეალურად დაამუშავე მეთქი კედელები. ვერტიკალური შუქი რომ ეცემა ზემოდან, ნამცეციც რომ დარჩეს დაუშკურკავი ისიც კი ყვირის.
სამწუხაროდ სანათების ყიდვა გვიან მომიწია. ხოდა მორჩა მალიარკა, ვიყიდე სანათები, ჩავაყენე, ავანთე და გული გამისკდა. მაინც ამოვარდა ხარვეზები ზემოდან რომ დაეცა ვერტიკალურად შუქი.
იმენა გამიბანძა ტიპმა მთელი ჩემი დიზაინერული ჩანაფიქრი.