მოგესალმებით,მინდა მოგახსენოთ რომ ჩვენს ასორტიმენტს დაემატა იატაკის ელექტრო გათბობა. მწარმოებელი არის კორეული ბრენდი Felix, შეგიძლიათ იხილოთ მათი ვებგვერდი:
http://www.felixkorea.com .
გამათბობელი მატი - წარმოადგენს თხელ კაბელს დამაგრებულს თვითწებვად სინთეტიკურ ბადეზე. გამოიყენება შენობების შიგნით მონტაჟისთვის. მდგრადია დეფორმაციისა და მექანიკური დაზიანების მიმართ. მატი იგება ბეტონზე ან იატაკის ძველ საფარზე და ესხმება წებო-ცემენტი, რაზედაც ზემოდან იგება ახალი იატაკის საფარი. 1 მ2-ზე დასამონტაჟებელი კაბელის სიმძლავრე უნდა იყოს არანაკლებ 100 ვტ/მ2-ისა. სააბაზანო ოთახში დასამონტაჟებელი სიმძლავრე არის 120 ვტ/მ2, რადგანაც ასეთ ოთახში სასურველია იატაკის მაღალი ტემპერატურა.
გამათბობელი ფირი ეს არის სპილენძის ფოლგა, რომელიც დაფარულია კარბონის გამაცხელებელი ელემენტით და არააალებადი ნივთიერებით, რომელიც შემდგომ არის ლამინირებული. სხვა გამათბობლისაგან განსხვავებით ფირი ისეთივე უვნებელია, როგორც მზის სხივები.
მასალა, რომლითაც ფირი არის ლამინირებული, წყალგაუმტარია და ამის გამო ის თითქმის მუდმივია. ფირის გამოყენება შეიძლება როგორც იატაკის, ასევე კედლების და ჭერის გასათბობად. მონტაჟი ხორციელდება მარტივად, საჭიროა მხოლოდ კონტაქტორები, საიზოლაციო მასალა, რომელიც იგება ფირის ქვეშ და ზემოდან(ცელოფანი);
იატაკის გამათბობელი მატი ძირითადად გამოიყენება მეტლახისთვის, გამათბობელი ფირი კი – პარკეტი, ლამინატი, ფილა და ა.შ.
ფირის გადაჭრა შესაძლებელია ისე, რომ კარბონი(შავი ზედაპირი) არ დაზიანდეს, ხოლო მატის შემთხვევაში კაბელის გადაჭრა დაუშვებელია(ბადეზე არ ვრცელდება შეზღუდვა).
ორივე სისტემა იმართება თერმოსტატების საშუალებით.
მოცემულ ლინკზე შეგიძლიათ იხილოთ ფოტოები
http://qebuli.ge/info/news/eleqtro_gaTboba/ http://qebuli.ge/catalog/gaTboba/iata...o_gaTboba/