ფილების გათვლა
ფილების ყიდვის პროცესში შეიძლება შეცდომა მოგივიდეთ...
განსაკუთრებით მაშინ როცა მოპირკეთებაში ფილების გარდა შედის ბორდიურები,ფრიზი,მედალიონები,დეკორები და სხვა დეკორატიული ელემენტები...
ზოგიერთები იყენებენ ფილების რაოდენობის დასათვლელად სპეციალურ პროგრამებს..მაგრამ უფრო ეფექტურია ე.წ.„ხელით“ დათვლა რადგან ხანდახან არის ისეთი მომენტები რომლებსაც ეს პროგრამები ვერ ითვალისწინებენ..
ხხხხხხხხხხხ.
ფილის გათვლის სულ 2 მეთოდი არსებობს..
პირველი მეთოდი სწრაფი და მარტივია..
ის გამოიყენება როცა მოპირკეთება ხდება საშუალო ან დიდ ფართობებზე, ერთი ან ორი ფერის ფილებით,დეკორატიული ელემენტების გარეშე...
მეორე უფრო რთული მეთოდია და გამოსადეგია ფილების დასათვლელად ნებისმიერ ფართობებზე,ნებისმიერი კონგფიგურაციის სათავსოებში ,ნებისმიერი სახის მოპირკეთებისას..
ხხხხხხხხხხხხხხ
პირველი მეთოდი–ფილის უხეშად დათვლის მეთოდი
ფილის უხეშად დათვლის მეთოდს იყენებენ როცა ხდება საშულო და დიდი ფართობების მოპირკეთება,როცა არ არის რთული ელემენტები მოსაპირკეთებელი,როცა მასალის ხარჯი მაღალია,ხოლო თავად მასალა შედარებით იაფია.ეს მეთოდი დასათვლელად იოლია მაგრამ არც ისე ზუსტია . ხშირად არის შემთხვევები როცა უწევთ ფილების დამატებით შესყიდვა..
ეს მეთოდი მდგომარეობს შემდეგში:
იატაკისთვის–პირველრიგში იზომება იატაკის ფართობი; ხოლო ფილის ყიდვა ხდება პრინციპით „იატაკის ფართობს + 10%)
ამასთან არ უნდა დაგავიწყდეთ რომ საჭიროა თანაფარდობის დაცვა ფილების პროცენტებს შორის თუ მოპირკეთება უნდა მოხდეს ორი ფერის ფილებით
მაგ.თუ 70% შავი ფილაა და 30%თეთრი,მაშინ 10%რეზერვს ვიღებთ ასე 7 % შავი და 3 % თეთრი და არა 5% შავი და 5 % თეთრი
კედლებისთვის –რეზევს იღებენ 15%–ს,რადგან საყოველთაოდ ცნობილია რომ კედლების მოპირკეთებისას ბევრი ფილა იჭრება კუთხეებში,იატაკთან,ჭერთან..
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ
მეორე მეთოდი–ფილის ზუსტი დათვლის მეთოდი
ეს დათვლის მეთოდი შედარებით უფრო რთულია ,მაგრამ საშუალებას გვაძლევს დავითვალოთ ფილების ზუსტი რაოდენობა ნებისმიერი სათავსოსათვის და ნებისმიერი სტილით მოპირკეთებისთვის..ცხადია ამ დროს საჭირო რეზერვი ნაკლები იქნება..ანუ ეს იძლევა თანხის გარკვეულ ეკონომიას..( ეს მეთოდი მნიშვნელოვანია როცა ძვირფასი ფილაა საყიდელი )
პირველი–ფილის ფორმატი.ჩვენ დაგვჭირდება ზუსტად ვიცოდეთ ფილის ფორმატი რომელიც უნდა დაიგოს კონკრეტულ სათავსოში.(ფორმატი–ესაა ფილის ზომები მაგ 15x25 სმ)
მეორე– დაგვჭირდება ნახაზის დახაზვა. მას მერე რაც ცნობილი გახდება ფილის ფორმატი,იხაზება ზედაოირის ნახაზი..ამ ნახაზის მიხედვით დაითვლება ფილები..
მესამე–ფილების რაოდენობის გათვლა..
მაგ. მოსაპირკეთებელია მართკუთხა იატაკი ზომებით 1,05x1,45მ, ხოლო ფილის ფორმატი რომლის გამოყენებასაც ვაპირებთ არის 30x30 სმ
ჩვენ უნდა გავყოთ სათავსოს სიგრძე და სიგანე ფილის სიგანეზე,რომ გავიგოთ რამდენი ფილა ეტევა ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ რიგში..
აქ მაგალითში მოყვანილ იატაკზე
ვერტიკალური რიგი( იატაკის სიგანე) დაიტევს 1.05/0,3=3,50 ფილას
ჰორიზონტალური რიგი( იატაკის სიგრძე) დაიტევს 1,45/0,3=4,83 ფილას
.
ახლა დავამრგვალოთ ფილების რაოდენობა რიგებში დიდი მნიშვნელობის მხარეს..(შესაბამისად მივიღებთ 4 და 5) და გავამრავლოთ მიღებული რიცხვები ერთმანეთზე 4x5=20
ანუ ამ კონკრეტული მართკუთხა იატაკის მოსაპირკეთებლად 20 ფილა იქნება საჭირო
სარეზერვოდ შეიძლება დამატებით 2 ფილის ყიდვა..(ეს ფაქტიურად იგივე 10%–ია) რეზერვის გარეშე არასოდეს არ იმუშაოთ..
მნიშვნელოვანი მომენტი: როცა კედლისპირა რიგში თქვენ ნახევარი(ან ნახევარზე ნაკლები) ფილები გაქვთ დასაგები(როგორც ჩვენს მაგალითშია) შეიძლება ეკონომია.. ამ მაგალითში მოყვანილი იატაკისთვის შესაძლებელია არა 20 არამედ 17 ფილის ყიდვა,რადგან აქ 5 ცალი „ნახევარი“ ფილაა დაგები და მათ დასამზადებლად სულ 3 მთლიანი ფილა იქნება საჭირო,რომლებიც შუაზე გაიჭრება..
მაგრამ... ასეთ შემთხვევაშიც კი უნდა იყიდოთ 1–2 სარეზერვო ფილა..რადგან თუ შემთხვევით დაზიანდა მოპირკეთებული ზედაპირი იმ დროისათვის შეიძლება მაღაზიაში ასეთი ფილა აღარ აღმოჩნდეს..
კაფელის ზუსტი გათვლა კედლებისთვის პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება იატაკისთვის გათვლსაგან..
თქვენ უბრალოდ იღებთ ცალკეულ კედელს და გათვლით მისთვის ანალოგიურად..
როგორ გავითვალისწინოთ ფილების გათვლისას ბორდიურები,დეკორები და სხვა დეკორატიული ელემენტები..?
დეკორი– ვინაიდან ესენი არიან იმავე ფორმატის ფილები რაც ძირითადი ფილები ,თქვენ უბრალოდ საერთო სათვალავში ჩართავთ ამ ფილებს(მაგრამ არ დაგავიწყდეთ რომ დეკორი არ იჭრება და უნდა იყოს 100%–ით მთელი)
მედალიონი(იატაკზე) პანო (კედელზე)–დათვალეთ ფილების რაოდენობა მედალიონში ან პანოში(ამის გაკეთება შეიძლება მაღაზიაშიც) და გამოაკელით ეს რაოდენობა ფილების საერთო რაოდენობას..მედალიონის ფილები გამოაკელით იატაკის ფილების საერთო რაოდენობას პანოს ფილების რაოდენობა გამოაკელით კედლის ფილების საერთო რაოდენობას..
ბორდიურები(კედელზე) ჩვეულებრივ მათ ამზადებენ ფილის სიგანისას..
საკმარისია ვიანგარიშოთ რამდენი ბორდიური უტოლდება სიმაღლეში მთლიან ფილას..
შემდეგ კი კვლავ გამოვაკლოთ ეს“მთლიანი“ ფილები საერთო რაოდენობას..
მაგ. სტანდარტული ბორდიურის ზომაა 20x30 სმ–იანი ფილისთვის არის 20x7,5 სმ ანუ 4 ბორდიური ცვლის ფართობით ერთ „მთლიან“ ფილას..
ფრიზი(იატაკზე) გაითვლება ანალოგიურად :უნდა იანგარიშოთ რამდენ“მთლიან“ იატაკის ფილას ცვლის ფრიზი და უნდა შემდეგ ეს „ მთლიანი“ ფილები გამოაკლოთ იატაკის ფილების საერთო რაოდენობას..
კერამიკული კუთხეები და თაროები–არ შედიან ფართობში,ამიტომ ამ ფართობისთვის ფილების გათვლაშიც არ შედიან..
სხვა რეკომენდაციები
დაკვალვის მეთოდის არჩევასაც მნიშვნელობა აქვს.. თუ თქვენ აპირებთ დაგებას არა ზედაპირის კიდიდან არამედ ზედაპირის შუიდან(ცენტრიდან)/შეადგინეთ სათანადო ნახაზი,რადგან ფილის ხარჯი მეტი იქნება(იქნება მეტი პოდრეზკა) ვიდრე კიდიდან დაკვალვისას
რაიმე ზედაპირის ცენტრის პოვნა ადვილად შეიძლება,თუ გავავლებთ დიაგონალებს კუთხიდან კუთხემდე; ან გავჭიმავთ ზონარებს–მათი გადაკვეთის წერტილი იქნება ზედაპირის ცენტრი..
ყურადღება:
ფილის გათვლისას და ყიდვისას არასოდეს დაგავიწყდეთ რეზერვი!მთავარია რეზერვში უნდა იქონიოთ ყველა ელემენტი არამარტო ფილები..მაგ.ჩვენ გვჭირდება 400 მუქი ფილა,250 ღია,140 ბორდიური და 24 დეკორი..ჩვენ ვყიდულობთ 440 მუქ ფილას,275 ღია ფერის ფილას(ეს თუ 10%–ით მეტს ვყიდულობთ)ასევე ვყიდულობთ 4 სარეზერვო ბორდიურს(ოთახში კუთხეების რაოდენობის მიხედვით,ან ადგილების მიხედვით სადაც ბორდიური იჭრება)დეკორები შეიძლება სარეზერვოდ არ ვიყიდოთ,ავიღოთ 1 ც(თუმცა ეს დეკორები როგორც წესი ძვირია)
ფილის გათვლა რთული კონფიგურაციის სათავსოში
აქაც ყოველთვის დახაზეთ ნახაზი;ამ ნახაზზე იანგარიშეთ რამდენი ფილა განთავსდება რიგებში ჰორიზონტალურად და რამდენი ვერტიკალურად..
რთული ფორმის სათავსოებში ფართობების გამოსათვლელად ისარგბლეთ სხვადასხვა ფიგურების ფართობების გამოსანგარიშებელი ფორმულებით:
ან რთულ ზედაპირებზე ფართობები დაყავით მარტივ ფიგურებად და დაითვალეთ ფილები თითოეული მათგანისთვის.. და მერე შეკრიბეთ.
მთავარია არც ახლა დაივიწყოთ რეზერვი..
My Webpage კაფელის პროფესიონალური დაგება * * *
რა ღირს ჩემი მომსახურება?
1კვ.მ საშუალო ფორმატის (20x20 სმ–50x 50სმ),მონოტონური, ერთიდაიმავე კალიბრის , ერთი ზომის ფილების დაგების საბაზისო ღირებულება( იგულისხმება დაგება ნაკერებით,თხელ ფენაზე , სწორი მოხაზულობის ბრტყელ ,ჰორიზონტალურ იატაკზე,ყაიდით „ ნაკერი ნაკერში“ ) შეადგენს 17,5 ლარს ,ხოლო სწორი კონფიგურაციის,ბრტყელ,ვერტიკალურ კედელზე 20 ლარს
დაგების თანმხლები სამუშაოების ღირებულება იანგარიშება ცალკე
ქვემოთ მოყვანილია სამუშაოების ჩამონათვალი,რომელთა ღირებულება არ შედის საბაზისო ღირებულებაში;
1რთული გეომეტრიული ფორმებით დაგება დიაგონალურის ჩათვლით.
2.მოსაპირკეთებელი ზედაპირების მოწყობა , გასწორება,მომზადება
3.ფილის პირდაპირი, ტეხილი და რადიუსით ჭრა,ტექნოლოგიური ხვრელების ამოჭრა, ფილის კიდეების დამუშავება
4. ფილის ელემენტების დაყენება (მაგ.პლინტუსების.ბორდიურების, კუთხოვანების და ა.შ)
5. ზედაპირების ელემენტების მოპირკეთება:ნიშა,სვეტი,“კორობი“,“ატკოსი“,ზღურბლი,გარე კუთხე
6.ფილებს შორის ნაკერების ამოვსება
7.ზედაპირის საფინიშო დასუფთავება
8.საშუალო ფორმატისგან განსხვავებული ფილების დაგება
ფილის დაგების და თანმხლები სამუშაოების ღირებულების შეფასება და სამუშაოების ღირებულების ხარჯთაღრიცხვის შედგენა ხდება ჩემს მიერ მხოლოდ ობიექტის ვიზუალური დათვალიერების, მოსაპირკეთებელი ზედაპირების და ფილების შემოწმების და აზომვების შემდეგ.ხარჯთაღრიცხვა დგება პრაისის მიხედვით..
გამოძახება (ფილების და მოსაპირკეთებელი ზედაპირების მდგომარეობის შემოწმების,აზომვების, საერთო კონსულტაციის,ხარჯთაღრიცხვის შედგენის მიზნით)–ფასიანია და ღირს 20 ლარი. ეს მომსახურება უფასოა მხოლოდ რეალური დამკვეთისთვის..
My Webpage კაფელის პროფესიონალური დაგება