წებოცემენტი კერამოგრანიტისთვის
• ჩვეულებრივი (იაფი და ბაზარზე პოპულარული ) წებოცემენტები კერამოგრანიტის დასაგებად არ გამოდგება.
• კერამოგრანიტი არ იწოვს წყალს ამიტომ მის დასაგებად არ გამოდგება თვითნაკეთი „ბადიაგა რასტვორები“ და იაფი წებოცემენტები .მიუხედავად ამისა კერამოგრანიტი სწორედ ასე იგება შემთხვევების დიდ პროცენტში,რაც არასწორია.
• კერამოგრანიტის წებოს ტომრებს აწერია:“კერამოგრანიტის“ ან“დიდი ფორმატის ფილების“ ან „ბუნებრივი და ხელოვნური ქვისთვის“და 2-ჯერ უფრო ძვირი ღირს ვიდრე ჩვეულებრივი(კერამიკის ანუ ც1 კლასის ) წებო
• კერამოგრანიტის წებოც მზადდება ცემენტის ბაზაზე. ოღონდ მასში დამატებულია სპეციალური პოლიმერები,სინთეტიკური ფისები და მინერალური პლასტიფიკატორები
• კარგი კერამოგრანიტის წებო გამოდგება ნებისმიერ ზედაპირებზე კერამოგრანიტის დასამაგრებლად:ბეტონი,აგური,ცემენტ-ქვიშის სტიაჟკები,თაბაშირმუყაო,როტბანდით ან ცემენტით გალესილი კედლები
• კერამოგრანიტისთვის წებოცემენტის არჩევის პირველი კრიტერიუმი ესაა ადგეზიის მაჩვენებელი :რაც უფრო სქელი ,დიდი და მძიმეა კერამოგრანიტის ფილა მით უფრო მაღალი ადგეზიურობის წებოცემენტი უნდა იყიდოთ.(ადგეზიურობა-ზედაპირთან შეჭიდების სიმტკიცეს ჰქვია) 1 მ2-ზე თუ ფილების ჯამური წონაა 450 გ საკმარისია 0,6მპა ადგეზიურობის მაჩვენებელი(წაიკითხეთ შეფუთვაზე ან მწარმოებლის საიტზე)თუ კერამოგრანიტის წონაა 800 გ 1 მ2-ზე მაშინ ადგეზიის მაჩვენებელი უნდა იყოს 1მპა.მოკლედ ,რაც მეტია ეს მაჩვენებელი მით უკეთესად და საიმედოდ დამაგრდება კერამოგრანიტის ფილა. .კერამოგრანიტისთვის ვარგის სხვადასხვა წებოებს ეს მაჩვენებელი ძირითადად 0,9-დან 1,2 მპა-აქვთ.
• კერამოგრანიტისთვის წებოცემენტის არჩევის მე-2 კრიტერუმია ყინვამედეგობა.შიდა მოპრკეთებისას ამ კრიტერუმს დიდი მნიშვნელობა არ აქვს,მაგრამ გარე მოპირკეთებისას ეს პარამეტრი ძალიან მნიშვნელოვანია. ყინვამედეგობა ტომარაზე აღნიშნულია F ასოთი და გვერდზე მიწერილი აქვს ციფრი.ციფრი აღნიშნავს გაყინვა -გალღობის ციკლს ზამთრის პერიოდში რასაც უძლებს კონკრეტულად ეს წებო.გარე სამუშაობისთვის ვარგისია წებოცემენტი რომელსაც აწერია ციფრი 50 და მეტი.
• კერამოგრანიტი ძალზე მგრძნობიარეა იმ ზედაპირების ჯდენის ან მიკრორხევების მიმართ რომელზეც არის დაგებული.ასეთ ზედაპირებს დეფორმირებად ზედაპირებს უძახიან.კერამოგრანიტი რომ არ გაიბზაროს ისეთ დეფორმირებად ზედაპირებზე როგორიცაა „თბილი იატაკის“ სტიაჟკა ან აივნის სტიაჟკა დაგებისას საჭიროა წებოს სპეციალური სახეობის კერძოდ გაზრდილი ელასტიურობის და გაზრდილი ადგეზიურობის წებოცემენტის ყიდვა.ასეთ წებოცემენტს აქვს გარკვეული დეფორმაციის უნარი გამყარების შემდეგაც კი და არ ჯდება გამყარების პროცეში ანუ არ ღუნავს კერამოგრანიტს გამყარებისას და არ ამყოფებს მას მუდმივ დაძაბულობაში გაშრობის მერე.
• მაღალი ადგეზიურობის,ყინვამედეგობის და ელასტიურობის გარდა კარგ კერამოგრანიტის წებოს უნდა ქონდეს
ა)სიცოცხლის უნარიანობის დიდი დრო არევის მერე( სხვადასხვა წებოებისთვის მერყეობს 1,5 საათიდან-8 საათამდე)რაც მეტი მით უკეთესი
ბ)გამყარების მოკლე დრო(როგორც წესი ეს 24 საათია,ამ დროის გავლის შემდეგ შეიძლება დაგებულ ფილაზე გავლა ან როზეტების ხვრელების ამოჭრა მოკლედ რემონტის გაგრძელება)
ასევე მნიშვნელოვანი პარამეტრია
გ)-დრო - მაქსიმუმ რამდენ ხანში უნდა დააგო ფილა ზედაპირზე დატანილ და დავარცხნილ წებოზე რომ წებო არ გამოშრეს და არ დაკარგოს თავისი თვისებები.(ეს პარამეტრი გავლენას ახდენს მოპირკეთების ტემპზე და საბოლოოდ მოპირკეთების ვადებზე).იაფი,დაბალი ხარისხის წებოები მალე გამოშრება,ხარისხიანი უფრო გვიან,რაც საშუალებას იზლევა წებოს ერთბაშად დიდ ფართობებზე დატანის და მუშაობის ტემპის გაზრდის.
ასევე მნიშვნელოვანი პარამეტრია
დ)დროის ხანგრძლივობა რომლის განმავლობაშიც შეიძლება წებოთი ზედაპირზე უკვე დამაგრებული ფილების რეგულირება (კორექტირება, გასწორება)-რაც მეტი აქვს ეს დრო წებოს მით უკეთესი,რადგან ერთბაშად ხდება დიდ ფართობებზე ფილების დამაგრება და მერე ყველას ერთდროულად კორექტირება და არა თითოეულის ცალკ ცალკე რაც აგდებს მოპირკეთების ტემპს უხარისხო და იაფი წებოების შემთხვევაში.
ცნობილი იტალიური მწარმოებლის MAPEI-ის რეკომენდაციები
• წებო უნდა შეირჩეს ფილის მასალის,ზედაპირის მომზადების ხარისხის ,დაგების პირობების და ექსპლუატაციის პირობების გათვალისწინებით-(ჩვენთან წებოს დამკვეთები ირჩევენ მხოლოდ ფასის გათვალისწინებით)
• კერამოგრანიტის წებო ევროპული ნორმის 12004 თანახმად უნდა იყოს C2 კლასის და უნდა ჰქონდეს შესაბამისი მარკირება C2 .მარკირების სხვა ლათინური ასოები აღნიშნავენ :F-სწრაფ გამყარებას(მნიშვნელოვანი პარამეტრია დაბალი ტემპერატურების დროს მოპირკეთებისას),E-ზედაპირზე დატანილი წებოს სიცოცხლის გაზრდილ დროს(მიშვნელოვანი პარამეტრია გარე მოპირკეთების დროს განსაკუთრებით ზაფხულში) T- ტიკსოტროპულობა
• კერამოგრანიტის კედელზე დაგებისას წებოს უნდა ქონდეს ტიკსოტროპული თვისება(ტიკსოტროპულობა არის სუბსტანციის თვისება გაჯირჯვდეს მასზე მექანიკური ზემოქმედებისას და გაზარდოს წებოვნება(შედედდეს) მოსვენებულ მდგომარეობაში.)
• კერამოგრანიტით მოპირკეთებისას წებოს ადგეზიის მაჩვენებელი უნდა იყოს 1,4 Н/мм2-ზე მეტი
• საშუალოზე დიდი და დიდი ზომის კერამოგრანიტის ფილების ასევე დეფორმირებად ზედაპირებზე(„თბილი იატაკი“,ბუხარი გარედან,ტერასა, აივანი,აუზი,კიბე და სხვა) კერამოგრანიტის დაგებისას წებო უნდა იყოს ელასტიური
• წებოს ხარჯი: სტანდარტული ტომარა იწონის 25 კგ-ს საერთოდ წებოს ხარჯი 1 მ2-ზე დამოკიდებულია წებოს ფენის სისქეზე, ფილის ზომაზე და სიბრტყელეზე და ზედაპირის სიბრტყელეზე და გადახრაზე(„პერეპადზე“) . საშუალო დონეზე გალესილ და მოჭიმულ ზედაპირებზე წებოს ხარჯი საშუალოდ მერყეობს 2,5-კგ დან-5 კგ-მდე 1 მ2-ზე,რაც ნიშნავს რომ 1 ტომარა საშუალო ზომის ნორმალური ხარისხის ფილებით 5-10 კვადრატის მოპირკეთებას უნდა ეყოს
მაგრამ რაც მეტია წებოს ფენის სისქე ,ფილის ზომა და სისქე , რაც უფრო უხარისხოდაა გალესილი და მოჭიმული ზედაპირები მით უფრო მეტი წებო იხარჯება.პრაქტიკაში ზედაპირები ისე აქვთ მომზადებული დამკვეთების უმრავლესობას რომ 1 ტომარა 3-კვადრატს ძლივს ყოფნის.აი კიდევ ერთი მიზეზი რატომ უნდა დათანხმდეს დამკვეთი მეფილეს უხარისხოდ მომზადებული ზედაპირების გასწორებაზე როცა ის ამას სთავაზობს. განა უფრო გონივრული და მომგებიანი არაა დამკვეთისთვის გაასწოროს ზედაპირი იყიდოს მაღალი ხარისხის „ძვირი“ კერამოგრანიტის წებო რომელიცზედაპირის გასწორების შემდეგ ცოტა დაიხარჯება ,იმის ნაცვლად რომ ეძებოს „ იაფი მუშა“ და „ჰალალი პრარაბი“რომელიც პირდაპირ „იაფი“ შეუსაბამო წებოცემენტის სქელ ფენაზე(რომელიც თან ბევრი დაიხარჯება და თან არ იქნება საიმედო) ან „ბადიაგა რასტვორზე“(რომელიც ვერ დაამაგრებს საიმედოდ) დაუგებს კერამოგრანიტს ?!
• თბილისში ხარისხიან კერამოგრანიტის წებოებს ყიდიან: გორგიაში(ცერეზიტი-უკრაინულ-გერმანული),იდეალში(მაპეი-იტალიური),ელიავაზე(ლიტოკოლი k-80-სომხურ-იტალიური)
• ჩემთან თუ დამკვეთი იყიდის სპეციალურ კერამოგრანიტის წებოს შესაზლებელი გახდება კერამოგრანიტის კერამიკული ფილის ფასში დაგება.თუ კერამოგრანიტის წებოს ნაცვლად „ეკონომიის“ მიზნით მაინც კერამიკული ფილის „იაფ“ წებოს იყიდის კერამოგრანიტის დაგების ფასი იქნება განსხვავებული( შეუსაბამო წებოს გამო).მოპირკეთების ვადები გაზრდილი( შეუსაბამო წებოს გამო) .ამასთან მოპირკეთების გრძელვადიანობაზე ანუ ხარისხზე გარანტია აღარ გაიცემა.(შეუსაბამო წებოს გამო).
My Webpageკაფელის პროფესიონალური დაგება