გთავაზობთ კაფელისა და მეთლახის დაგებას შემდეგი პირობებით:
ხელშეკრულება № _________
( ფილით მოპირკეთების და თანმხლებ სამუშაოებზე)
ქ.თბილისი “____” __________ 2015 წ
ერთის მხრივ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(შემდეგში „დამკვეთი“) და მეორე მხრივ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––(შემდეგში“შემსრულებელი“) ვდებთ ამ ხელშეკრულებას.
1. ხელშეკრულების საგანი
1.1. ამ ხელშეკრულებით შესრულებელი ვალებულებას იღებს ხელსეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ჩაატაროს სამშენებლო–მოსაპირკეთებელი სამუშაოები და დაამონტაჟოს მოწყობილობები დამკვეთის შემდეგ სათავსოებში ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––შენობაში რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე
____________________________________________________________________,
ხოლო დამკვეთი ვალდებულებას იღებს ჩაიბაროს შემსრულებლის მიერ ჩატარებული სამუშაოები და გადაიხადოს ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა.
1.2. შემსრულებელს დამკვეთთან შეთანხმებით შეუძლია აიღოს ვალდებულება სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში შეარჩიოს და მოიწვიოს კონტრაგენტი ორგანიზაციები და სპეციალისტები სამუშაოების ჩასატარებლად,შეისწავლოს სამშენებლო მასალების და ინსტრუმენტების ბაზარი და მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია დამკვეთს.
1.3. სამუშაოების დასრულებისას შემსრულებელი მიღება–ჩაბარების აქტით აბარებს ხოლო დამკვეთი იბარებს ,შემსრულებლის მიერ შესრულებულ სამუშაოებს.სამუშაოებზე რომელიც შესრულდება შემსრულებლის სხვა კონტრაგენტების მიერ შემსრულებელი პასუხს აგებს როგორც საკუთარზე.
2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს ამ ხელშეკრულების ხარჯთაღრიცხვით(დანართ1) გათვალისწინებული სამუშაოები . შესრულებული სამუშაოების ხარისხი არ შეიძლება იყოს ნორმატივებით დადგენილ მახასიათებლებზე და დამკვეთის მოთხოვნაზე დაბალი
2.2 ხარჯთაღრიცხვით განსაზღვრული სამუშაოების შესრულებისას თუ შემსრულებელი აღმოაჩენს ხარჯთაღრიცხვაში აღურიცხავ სამუშაოებს და ამასთან აუცილებელია დამატებითი სამუშაოების ჩატარება და ხარჯთაღრიცხვის გაზრდა ის ვალდებულია აცნობოს ამის შესახებ დამკვეთს.
2.3.ორი დღის განმავლობაში შეტყობინებაზე პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში შემსრულებელი ვალდებულია შეაჩეროს სამუშაოები , შემსრულებლის მოცდენით მიღებული ზარალი დაეკისრება დამკვეთს.
დამკვეთი განთავისუფლდება ზარალის ანაზღაურებისგან თუ დაამტკიცებს რომ არ არსებობს დამატებითი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა.
.
2.4. თუ შემსრულებელი არ შეასრულებს 2.3 პუნქტის მოთხოვნას იგი დაკარგავს უფლებას მოითხოვოს დამკვეთისგან შესრულებული დამატებითი სამუშაოების და ამასთან დაკავშირებული ზარალის ანაზღაურება ,თუ იგი ვერ დაამტკიცებს დაუყოვნებელი მოქმედებების აუცილებლობას დამკვეთის ინტერესების სასარგებლოდ ,კერძოდ იმას რომ სამუშაოების შეჩერება გამოიწვევდა სამშენებლო ობიექტის განადგურებას ან დაზიანებას .
2.5. დამკვეთის თახმობის შემთხვევაში დამატებითი სამუშაოების ჩატარებაზე და ანაზღაურებაზე შემსრულებელს უფლება აქვს უარი თქვას მათ შესრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევასი,თუ ეს სამუშაოები არ შედის შემსრულებლის პროფესიული საქმიანობის სფეროში, ან მის მიერ მოწვეული სპეციალისტების საქმიანობის სფეროში, ან შემსრულებელს და მის კონტრაგენტებს არ შეუძლიათ ამ სამუშაოების შესრულება მათგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
2.6. დამკვეთს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები სამუშაოების ხარჯთაღრიცხვაში იმ პირობით რომ ამით გამოწვეული დამატებითი სამუშაოების ღირებულება არ გადააჭარბებს ხარჯთაღრიცხვაში მითითებული სამუშაოების საერთო ღირებულების 10%–ს და არ შეიცვლება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხასიათი.
2.7. ხარჯთარრიცხვაში ცვლილებების შეტანა იმაზე მეტი ოდენობით რაც მითითებულია პუნქტ 2.6–ში განხორციელდება მხოლოდ მხარეებს შორის დამატებითი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის შეთანხმების შემდეგ.
თუ შემსრულებლისგან დამოუკიდებელი მიზეზებით სამუშაოების ღირებულება გადააჭარბებს ხარჯთაღრიცხვას არანაკლებ 10%–ით , შემსრულებელი უფლებამოსილია მოითხოვოს ხარჯთაღრიცხვის გადახედვა.
2.8. დამკვეთი ვალდებულია სამუშაოების შესრულებისთვის აუცილებელი მასალებით და ინსტრუმენტით(დანართი 2) სამუშაოების დაწყებამდე 100%–ით უზრუნველყოს შემსრულებელი. ამასთან მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში შემსრულებელს შეუძლია დამკვეთის ხარჯზე თავის თავზე აიღოს სამუშაოების მთლიანი ან ნაწილობრივი უზრუნველყოფა მასალებით და ინსტრუმენტით .
2.9. მხარე რომლის ვალდებულებაში შედის სამუშაოების უზრუნველყოფა მასალებით,მოწყობილობებით და ინსტრუმენტით პასუხს აგებს აღმოჩენილ შეუძლებლობაზე გამოყენებულ იქნეს მის მიერ მოწოდებული მასალები და ინსტრუმენტები შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაუუარესებლად ,თუ კი ვერ დაამტკიცებს რომ გამოყენების შეუძლებლობა წარმოიქმნა იმ გარემოებების წყალობით რომელზეც პასუხს აგებს მეორე მხარე.
2.10.დამკვეთის მიერ მოწოდებული მასალების და ინსტრუმენტების გამოყენების შეუძლებლობის შემთხვევაში ,შესასრულებელი სამუშაოების ხარისხის გაუარესების გარეშე და მათ შეცვლაზე დამკვეთის უარის შემთხვევაში,შემსრულებელს უფლება აქვს უარი თქვას ამ ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს დამკვეთისგან ხელშეკრულების თანხის ანაზღაურება შესრულებული სამუშაოების პროპორციულად.
2.11 დამკვეთი ვალდებულია .უზრუნველყოს შემსრულებლის შეუფერხებელი დაშვება შესასრულებელი სამუშაოების ობიექტებთან .
უზრუნველყოს შემსრულებლის ქონების დაცვა დამკვეთის კუთვნილ ობიექტზე.,
მატერიალური პასუხისმგებლობა შემსრულებლის ქონების დაცვაზე ეკისრება დამკვეთს,სამუშაოების შესრულების მთელი პერიოდის განმავლობაში.
2.12.დამკვეთს უფლება აქვს განახორციელოს კონტროლი და მეთვალყურეობა : სამუშაოების ხარისხზე და მიმდინარეობაზე,მათი შესრულების ვადებზე,განახორციელოს შემსრულებლის მიერ მოწოდებული მასალების ხარისხის და ფასების კონტროლი,ამასთან იგი არ უნდა ჩაერიოს შემსრულებლის ოპერატიულ–სამეურნეო საქმიანობაში
2.13 სამშენებლო ნორმებიდან და დამკვეთის მოთხოვნებიდან გადახვევების აღმოჩენის შემთხვევაში ,რომელთაც შეუძლიათ გააუარესონ სამუშაოების ხარისხი ან სამუშაოებში რაიმე ნაკლის აღმოჩენის შემთხვევაში ,დამკვეთმა დაუყონებლივ უნდა განუცხადოს შემსრულებელს;თუ დამკვეთი ასეთ განაცხადს არ გააკეთებს ის კარგავს უფლებას მოგვიანებით მიუთითოს მის მიერ ადრე აღმოჩენილ ნაკლოვანებებზე .
.
2.14. შემსრულებელი ვალდებულია შეასრულოს სამუშაოების ჩატარების პერიოდში დამკვეთის მითითებები,თუ ეს მითითებები არ ეწინააღმდეგება ამ ხელშეკრულების პირობებს და არ წარმოადგენს შემსრულებლის სამეურნეო–ოპერატიულ საქმიანობაში ჩარევას.
2.15. შემსრულებელს შეუძლია აღმოფხვრას დამკვეთის მოთხოვნით დამკვეთის ხარჯზე ის ნაკლოვანებები რაზეც შემსრულებელი თავად პასუხს არ აგებს.შემსრულებელს უფლება აქვს უარი თქვას ამ პუნქტში მითითებული მოვალეობის შესრულებაზე იმ შემთხვევაში როცა ნაკლოვანებების აღმოფხვრა არ არის დაკავშირებული უშუალოდ ამ ხელშეკრულების საგანთან,ან არ შეუძლია მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო.
2.16. საბოლოო შედეგის ჩაბარებამდე დამკვეთს შეუძლია ნებისმიერ დროს უარი თქვას ამ ხელშეკრულების შესრულებაზე.ასეთ შემთხვევაში დამკვეთი მოვალეა გადაუხადოს შემსრულებელს სახელშეკრულებო თანხის ნაწილი შესრულებული სამუშაოების პროპორციულად ,რომლებიც შესრულდა შემსრულებლის მიერ დამკვეთისგან ხელსეკრულებაზე უარის თქმის შეტყობინების მიღებამდე.
ამასთან დამკვეთი ასევე ვალდებულია აუნაზღაუროს შემსრულებელს ზარალი რომელიც გამოწვეულია ხელშეკრულების შეწყვეტით მთელი სამუშაოსთვის განსაზღვრული ფასსა და უკვე შესრულებულ სამუშაოსი გადახდილი ფასს შორის სხვაობის ფარგლებში.
2.17 დამკვეთი ვალდებულია მოახდინოს შემსრულებელთან ანგარიშსწორებები ამ ხელშეკრულების მე–4 თავში განსაზღვრული წესით,
2.18. დამკვეთი ვალდებულია ჩაიბაროს შემსრულებლის მიერ შესრულებული სამუშაოები ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
3. სამუშაოების მიღება–ჩაბარების წესი; მოთხოვნები ხარისხის მიმართ
3.1. სამუშაოების მიღება დამკვეთის მიერ ხდება მათი დასრულებიდან და დამკვეთისთვის შეტყობინების გაგზავნიდან 3 დღის ვადაში.
.
3.2. შემსრულებლის მიერ სამუსაოების ჩაბარება და დამკვეთის მიერ მათი მიღება ფორმდება მიღება–ჩაბარების აქტით რომელსაც ხელს აწერს ორივე მხარე.უარის შემთხვევასში, რომელსაც განაცხადებს ერთ–ერთი მხარე ,აქტში გაკეთდება აღნიშვნა ამის შესახებ და აქტს ხელი მოეწერება მეორე მხარის მიერ.
3.3.დამკვეთს უფლება აქვს უარი თქვას სამუშაოების მიღებაზე ისეთი ნაკლოვანებების აღმოჩენის შემთხვევაში ,რომლებიც არ შეიძლება აღმოიფხვრას შემსრულებლის ან დამკვეთის მიერ
3.4. სამუშაოების არასათანადოდ შესრულების შემთხვევაში შემსრულებელს არ აქვს უფლება მიუთითოს რომ დამკვეთი არ ახორციელებდა კონტროლს და მეთვალყურეობას მათ მიმდინარეობაზე
3.5. საგარანტიო ვადა დაგენილია ––––––––– წელი . შემსრულებელი პასუხს აგებს ნაკლოვანებებზე,რომლებიც გამოჩნდება საგარანტიო ვადაში,თუ არ დაამტკიცებს რომ ეს ნაკლოვანებები გამოწვეულია ობიექტის ნორმალური ცვეთის შედეგად.,ან ობიექტის არასათანადო რემონტით რომელიც ჩაატარა დამკვეთმა ან მის მიერ მოზიდულმა მესამე პირმა.
3.6. შემსრულებელი პასუხს აგებს დამკვეთის წინაშე აუცილებელი სამშენებლო ნორმებიდან და დამკვეთის მოთხოვნებიდან გადახვევის შემთხვევაში.
შემსრულებელი არ აგებს პასუხს დამკვეთთან შეუთანხმებელი გადახვევების გამო,თუ დაამტკიცებს რომ ამას გავლენა არ ჰქონია ობიექტზე
.
3.7.სამუშაოების დამკვეთისთვის ჩაბარებამდე მოწყობილობების ,მასალების და უკვე შესრულებული მოპირკეთების შემთხვევით დაზიანებაზე,ან განადგურებაზე პასუხს აგებს შემსრულებელი.
3.8.თუ მოპირკეთების სამუშაოები ან მოწყობილობების მონტაჟი შემსრულებლის მიერ განხორციელებულია უხარისხოდ ,ან ვერ ხორციელდება დამკვეთის მიერ მოწოდებული მასალის და მოწყობილობის არასათანადო ხარისხის გამო ,ან ვერ ხორციელდება დამკვეთის მცდარი მოთხოვნის გამო შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს ამ სამუშაოების ანაზღაურება ამ ხელშეკრულების ხარჯთაღიცხვის შესაბამისად,იმ პირობით თუ შემსრულებლის მიერ შესრულებულია 3.9 პუნქტის პირობები.
3.9.შემსრულებელმა დაუყოვნებლივ უნდა გააფრთხილოს დამკვეთი და მისგან მითითებების მიღებამდე შეაჩეროს სამუშაოები:როცა აღმოაჩენს გამოუსადეგარობას ან უხარისხობას დამკვეთის მიერ მოწოდებული მასალისა,მოწყობილობისა,ტექნიკური დოკუმენტაციისა ან სხვა ნივთისა.როცა აღმოაჩენს დამკვეთისათვის არასახარბიელო შესაძლო შედეგებს დამკვეთის მიერ მითითებული მეთოდით სამუშაოს შესრულებისა ; როცა აღმოაჩენს სხვა შემსრულებლისგან დამოიკიდებელ გარემოებებს რომლებიც ემუქრება სამუშაოების ვარგისიანობას ან სიმტკიცეს, ან ეს გარემოებები შეუძლებელს ხდიან სამუშაოების ვადებში დასრულებას.
3.10. დამკვეთი ვალდებულია 3,9 პუნქტში მითითებული გარემოებების შესახებ შემსრულებლისგან შეტყობინების მიღებიდან 1 დღის ვადაში მისცეს ახალი მითითება შემსრულებელს შემდგომი მოქმედებების შესახებ.
.
3.11.თუ დამკვეთი ,მიუხედავად დროული და დასაბუთებული გაფრთხილებისა შემსრულებლის მხრიდან გარემოებების შესახებ რომლებიც მითითებულია 3,9 პუნქტში
არ შეცვლის უვარგის ან უხარისხო მასალას.მოწყობილობას,ტექნიკურ დოკუმენტაციას ან სხვა უვარგის ნივთს,არ შეცვლის მცდარ მითითებებს სამუშაოს შესრულების მეთოდზე ,ან არ მიიღებს სხვა აუცილებელ ზომებს ხელისშემსლელი გარემოებების, რომლებიც ხელს უშლიან შემსრულებელს სამუშაოების ხარისხიან და დროულ შერსრულებაში, აღმოსაფხვრელად, შემსრულებელს უფლება აქვს უარი თქვას ხელსეკრულების შესრულებაზე და მოითხოვოს ხელშეკრულების შეწყვეტით მისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება ამ ხელშეკრულებით დადგენილი მთლიანი თანხის ოდენობით.
3.12. თუ შემსრულებელი არ გააფრთხილებს დამკვეთს გარემოებებზე რომლებიც მითითებულია 3.9 პუნქტსი და მაინც გააგრძელებს სამუშაოებს ისე რომ არ დაუცდის 3.10 პუნქტში მითითებული ვადის გასვლას ,ან გააგრძელებს სამუშაოებს დამკვეთის დროული გაფრთხილების მიუხედავად სამუშაოების შეჩერების თაობაზე,ის დაკარგავს უფლებას მისთვის მოთხოვნების წაყენების შემთხვევაში ,მიუთითოს 3,9 პუნქტში ჩამოთვლილ გარემოებებზე.
4. ანგარიშსწორების წესი
4.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ღირებულება განისაზღვრება ხარჯთაღრიცხვის შესაბამისად(დანართი1).ხარჯთაღრიცხვა განუყოფელი ნაწილია ამ ხელშეკრულების. მხარეებს შორის დამატებითი შეთანხმების საფუძველზე,გაუთვალისწინებელი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში ხარჯთაღრიცხვის ღირებულება შეიძლება იყოს შეცვლილი .ხარჯთაღრიცხვის ღირებულების ცვლილება შეთანხმდება მხარეებს შორის , შევა შესაბამისი ცვლილებები ხარჯთაღრიცხვაში და გაფორმდება დანართის სახით ხარჯთაღრიცხვის დანართი ასევე არის ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი
4.2. მხარეებს შორის ანგარიშსწორება ხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში–ლარებში.
43 ხელშეკრულების საერთო თანხა შეადგენს _______________ ლარს.
4.3.დამკვეთი უხდის შემსრულებელს ავანსს სახელსეკრულებო თანხის–––––40%–ის ოდენობით,რაც შეადგენს:––––––––––ლარს. ავანსის გადახდა ხდება ორი დღის განმავლობაში ამ ხელსეკრულების ხელმოწერის დღიდან.
სახელშეკრულებო თახის 30 %–ს დამკვეთი უხდის შემსრულებელს - მეორე წინასწარი გადახდის სახით რაც შეადგენს:_________________ ლარს. დამკვეთი უხდის მეორე ავანსს წინასწარ შეთანხმებულ კონკრეტულ დღეს.
სახელშეკრულებო თახის დარჩენილ 30%–ს დამკვეთი უხდის შემსრულებელს - 3(სამი) კალენდარული დღის განმავლობაში მიღება–ჩაბარების აქტის ხელმოწერის დღიდან, რაც შეადგენს:_________________________ლარს.
5. სამუშაოების შესრულების ვადები
5.1. შემსრულებელმა სამუშაოები უნდა შეასრულოს––––––––––(–––––––––––––––) კალენდარული–––––––––განმავლობაში, სამუშაოს შესრულების ვადები აითვლება ავანსის გადახდის დღიდან.
5.2.შემსრულებელს უფლება აქვს ვადაზე ადრე შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები,რაზეც აცნობებს დამკვეთს.
5.3. სამუშაოები შემსრულებლის მიერ შესრულებულად ითვლება მიღება– ჩაბარების აქტის ხელმოწერის შემდეგ.
5.4 სამუშაო დღეებად განისაზღვრება კვირის დღეები ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით. დამკვეთს არ შეუძლა მოითხოვოს შემსრულებლისგან უქმე და სადღესასწაულო დღეებში მუშაობა მისი თანხმობის გარეშე.თანხმობის შემთხვევაში ასეთ დღეებში სამუშაოები ანაზღაურდება ორმაგი ტარიფით.
5.5 სამუშაო საათებად განისაზღვრება დროის პერიოდი 10.00–დან–19.00–მდე
6. მხარეთა პასუხისმგებლობა
6.1.ამ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის ან არასათანადოდ შესრულებისათვის მხარეებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
ამასთან საჯარიმო სანქციები გადაიხდება ზარალის ანაზღაურების თანხებს ზევით.
6.2. შემსრულებლის მიერ სამუშაოების შესრულების ვადების დარღვევის შემთხვევაში,ამ ხელშეკრულების პუნქტ 5.1–ის შესაბამისად,შემსრულებელი ვალდებულია დაუთმოს დამკვეთს პირგასამტეხლო 20 ლარი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
.
6.2.დამკვეთის მიერ დადგენილი ფასის ან რაიმე სხვა თანხის ,რომელიც ეკუთვნის შემსრულებელს,გადაუხდელობის შემთხვევაში შემსრულებელს უფლება აქვს თავისთან დააყოვნოს დამკვეთის კუთვნილი მოწყობილობები,გამოუყენებელი მასალა და მასთან არსებული დამკვეთის სხვა ქონება დამკვეთის მიერ სათანადო თახების გადახდამდე.
6.3. იმ შემთხვევაში როცა შემსრულებლის ფაქტიური ხარჯები ნაკლები აღმოჩნდება ვიდრე სამუშაოების ღირებულების განსაზღვრისას,შემსრულებელი ინარჩუნებს უფლებას სამუშაოების ანაზღაურებაზე იმ ოდენობით რაც გათვალისწინებულია ამ ხელსეკრულებით,თუ დამკვეთი არ დაამტკიცებს რომ შემსრულებლის მიერ მიღებულმა ეკონომიამ გავლენა იქონია შესრულებული სამუშაოების ხარისხზე.
6.4. დამკვეთის მიერ თანხების დაგვიანებით გადახდის შემთხვევაში დამკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შემსრულებელს 20 ლარი დღეში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე .
6.5. დამკვეთის მიერ ამ ხელშეკრულების 2.8 და. 2.9 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში სამუშაოების ვადები გაგრძელდება მასალებით და მოწყობილობებით მომარაგების შეფერხების ვადით.
6.3. იმ შემთხვევაში თუ შემსრულებელი დაუშვებს გადაცდომას ხელშეკრულების პირობებიდან,რომელსაც მოყვება სამუშაოს გაუარესება ,ან თუ შემსრულებელი დაუშვებს სხვა ნაკლოვანებებს მუშაობაში,დამკვეთი უფლებამოსილია აირჩიოს: მოითხოვოს დადგენილ ვადაში ნაკლოვანებების უსასყიდლო გამოსწორება,ან დამკვეთის მიერ გაწეული ხარჯის ანაზღაურება,ან შეამციროს შემსრულებლის მიერ ასეთი სახით შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება გარკვეული ნაწილით.
7. ფორს –მაჟორი
7.1. მხარეები შეთანხმდნენ რომ ფორს–მაჟორული გარემოებების წარმოქმნის შემთხვევაში(გადაულახავი წინააღმდეგობის წარმოქმნის შემთხვევაში,რომელიც არ არის დამოკიდებული მხარეების მოქმედებებზე,კერძოდ ომის,სამხედრო მოქმედებების,ბლოკადის,ხანძრის,წყალდიდობის და სხვა სტიქიური უბედურებების ან სეზონური ბუნებრივი მოვლენების დროს,ეროვნული კანონმდებლობის შეცვლის,სახელმწიფო ორგანოების მიერ შეზღუდვების დაწესების დროს) და რომლებიც შეუძლებელს ხდიან(ეკონომიკურად მიზონშეუწონლად ხდიან) მხარეების მიერ მათი ვალდებულებების შესრულებას,მხარეები თავისუფლდებიან ვალებულებების შესრულებისგან მითითებული გარემოებების მოქმედების ვადით,
იმ შემთხვევაში თუ მითითებული გარემოებების მოქმედება გრძელდება 30 დღეზე მეტი.თითოეულ მხარეს უფლება აქვს მოშალოს ხელშეკრულება და ამისათვის არ დაეკისრება პასუხისმგებლობა,იმ პირობით თუ იგი აცნობებს ამის შესახებ მე–2 მხარეს არაუგვიანეს 7 დღისა ხელშეკრულების მოშლამდე.ფორს–მაჟორული გარემოებების მოქმედებების საკმარის მტკიცებულებას წარმოადგენს საქართველოს სავაჭრო–სამრექველო პალატის მიერ გაცემული დოკუმენტი.
8. დავების განხილვა
8.1.ყველა დავა რომელიც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობს,მოგვარდება მხარეების მიერ მოლაპარაკების გზით,ხოლო თანხმობის მიუღწევლობის შემთხვევაში გადაეცემა სასამართლოს განსახილველად წესით რომელიც დადგენილია საქრთველოს მოქმედი კანონმდებლობით.
9. ხელშეკრულების სხვა პირობები
9.1. მხარეებს უფლება აქვთ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეცვალონ ხელშეკრულების პირობები..
9.2. ამ ხელშეკრულების ცვლილებები და დანართები,ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ან ვადაზე ადრე შეწყვეტა არ ჩაითვლებიან ბათილად იმ პირობით თუ ისინი გაფორმდება წეილობითი ფორმით და ხელმოწერილი იქნება მხარეების მიერ;ყველა ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტი არის ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი;
9.3. ხელშეკრულება ძალასი შედის მისი ხელმოწერის მომენტიდან და მოქმედებს მხარეთა მიერ აღებული ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
9.4. ხელშეკრულება შედგენილია ორ ეგზემპლიარად,ქართულ ენაზე და თითოეულს აქვს თანაბარი იურიდიული ძალა
9.5 ხელსეკრულება ფორმდება ნოტარიული წესით.ხელშეკრულების გაფორმების ხარჯებს მხარეები ინაწილებენ თანაბარი ოდენობით.
9.6 მხარეები დაუყონებლივ აცნობენ ერთმანეთს მისამართის ან რეკვიზიტების შეცვლის თაობაზე
9.7. ამ ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელ შემთხვევებში მხარეები,ხელმძღვანელობენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.
6. მხარეთა საფოსტო და საბანკო რეკვიზიტები
6.1. დამკვეთი: _________________________________________________
_____________________________________________________________________
_____________________________________________________________________
6.2. შემსრულებელი: ________________________________________________
___________________________________________________________
მხარეთა ხელმოწერები:
დამკვეთი შემსრულებელი
_________________________ ______________________
მისამართი: –––––––––––– მისამართი: ––––––––––––––––––––
ტელ. –––––––––––– ტელ.––––––––––––––––––––––
პირადი ნომერი : –––––––––––––––– პირადი ნომერი: ––––––––––––––––––
თუ ამ პირობებს ეთანხმებით შეგიძლიათ დამიკავშირდეთ
My Webpage კაფელის პროფესიონალური დაგება This post has been edited by VS2015 on 29 May 2015, 19:28
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)