სტიაჟკის ღირებულება
ფილით იატაკების მოპირკეთების წინ ხშირად საჭიროა სტიაჟკის მოწყობა ..
იატაკის გასწორება სტიაჟკით, მაიაკებში, გამოდგება არსებული იატაკის ყველა პრობლემის გადასაჭრელად ..ძველი,ან ძალიან დაზიანებული,ან ძალიან უსწორმასწორო,ან ძალიან გადახრილი იატაკი–სწორდება სტიაჟკით მაიაკების მიხედვით – ეს საკმაოდ ძვირადღირებული მაგრამ ყველაზე სიმედო საშუალებაა. ( თუმცა შედეგი შეიძლება მაინც იყოს არადამაკმაყოფილებელი ახალი სტიაჟკის შლიფოვკის მერეც და შეიძლება დამატებით მოთხოვოს თვითსწორებადი ნიველირ მასა ან წებოცემენტით გასწორება.).
რა ღირს სტიაჟკა?
მაგალითისთვის განვსაზღვროთ 30 მმ სისქის ცემენტ–ქვიშის სტიაჟკის ღირებულება რომელიც უნდა მოეწყოს ბეტონის ფილაზე 18 მ2 ოთახში რომელიც არის მე–5 სართულზე
რა მონაცემებია საჭირო ამ სტიაჟკის ღირებულების გასაგებად?
1. თქვენ უნდა იცოდეთ სტიაჟკის მოწყობის სამუშაოების ღირებულება,ანუ ხელოსნის ჰონორარი
2.სტიაჟკისთვის საჭირო მასალების ღირებულება:ქვიშა,ცემენტი,ლითონის მაიკები(თუ ამ ტიპის მაიკებს გამოიყენებთ),წებო–ცემენტი ( გამოიყენება საკონტაქტო ფენისთვის და დუღაბის პლასტიკურობისთვის)
3.ტრანსპორტის ღირებულება– ანუ მასალის მოტანის ღირებულება
4.მასალის ატანის ღირებულება ერთ სართულზე–ანუ 1 ტომარის ერთ სართულზე ატანის ღირებულება
5.თუ მანქანა ვერ მიდის სადარბაზომდე და ემატება მანძილი ამას შეიძლება დაემატოს 1 ტომრის სადარბაზომდე მიტანის ფასიც.
ხხხხხხხხხხხ
ახლა განვსაზღვროთ მასალის ხარჯი,რათა მერე გამოვიანგარიშოთ სტიაჟკის მოწყობის მთლიანი ღირებულება..
სტიაჟკა ეწყობა პროპორციით 1:4 ;
მასალის გათვლის ყველაზე მარტივი წესი: თუ ვიცით ოთახის ფართობი ვამრავლებთ ამ ფართობს სტიაჟკის საშუალო სისქეზე;
თუ სტიაჯკის დონე უკვე მონისნული გაქვთ მაიკებით ამის გაკეთება ადვილია დავუშვათ იატაკის ფართობია 18 მ2 ხოლო სტიაჟკის სისქე 3 სმ მაშინ 18*0,03=0,54მ3 გადავიყვანოთ მ3–ები კილოგრამებში
1 მ3 ქვიშა იწონის დაახლოებით 1500 კგ–ს ამიტომ 0,54 მ3 ქვიშა ესაა 810 კგ
სწორედ ამდენი ქვიშა იქნება საჭირო; ცემენტი შესაბამისად საჭირო იქნება 200 კგ.. ცემენტი მთლიანად იხსნება წყალსი ამიტომ სტიაჯკის საერთო მოცულობასი მისი ჩათვლა არაა საჭირო..
რადგან ცემენტს ყიდიან 50 კგ––ან ტომრებში ,ხოლო ქვიშას 50 კგ–ს მაგივრად 40 კგ–ს ყრიან ტომარაში სტიაჟკისთვის უნდა იყიდოთ 1 ტომარა ცემენტზე 5 ტომარა ყვითელი ქვიშა..
სულ 18 მ2 იატაკზე, რომელზეც ეწყობა 3 სმ–სისქის ცემენტ ქვიშის სტიაჟკა, საჭირო იქნება 40 კგ–იანი 20 ტომარა ქვიშა და 50 კგ–იანი 4 ტომარა ცემენტი..
ასევე უნდა განსაზღვროთ საჭირო ლითონის მაიკების რაოდენობაც
მაიკების რაოდენობა დამოკიდებულია ოთახის ზომებზე და კონფიგურაციაზე; საჭირო მაიკების გათვლის პრინციპი უბრალოა,მანძილი მაიკებს შორის არ უნდა აღემატებოდეს 1,8 მ–ს(სამართი რითაც სტიაჟკა კეთდება ხშირად 2 მ–ია.რადგან სამართი ვახსენეთ შეიძლება ამ სამართის ყიდვაც მოგიწიოთ ,რადგან ის ერთ–ერთი „სახარჯო“ ინსტრუმენტად ითვლება)
სტანდარტული კონფიგურაციის ოთახზე ზომებით 3x6 -ზე საჭირო იქნება 6ც მაიკი სიგრძით 3 მ; პლიუს ერთი მაიკი (რეზერვი)
ასევე უნდა განსაზღვროთ წებო–ცემენტის რაოდენობაც..წებო–ცემენტი საკმარისია ჩვეულებრივი,ბიუჯეტური,რომელსაც კარგი გამოხმაურება აქვს,..ის საჭიროა ბეტონის ძველ საფუძველზე ახალი სტიაჟკის მისაწებებლად ე.წ. საკონტაქტო ფენის გასაკეთებლად,აგრეთვე სტიაჟკის დუღაბში მცირეოდენობით გასარევად..
18 მ2–ზე საკმარისი იქნება ორი 25 კგ–იანი ტომარა..
ხხხხხხხხხხხხხხ
ახლა კი განვსაზღვროთ 3 სმ სისქის სტიაჟკის მოწყობის ღირებულება ოთახში ფართობით 18 მ2
ხელობა: 18 მ2*8=144ლარი
მასალა: ცემენტი=4 ტომარა(50 კგ–იანი)*11=44ლარი
ქვიშა=20 ტომარა(40 კგ–იანი)*1,5=30ლარი
მაიკი=7ც(3 მ–იანი)*1,3=8,3ლარი
წებო–ცემენტი=2 ტომარა(25 კგ–იანი)*2=21ლარი
მოტანის ღირებულება–30 ლარი
მასალის ლიფტით ატანის ღირებულება –25 ლარი
საბოლოოდ სტიაჟკის მოწყობის ღირებულება შეადგენს:144+44+30+8,3+21+30+25=302,5ლარი
ყურადღება:
აქ განხილული იყო მაგალითი..აქ მოყვანილი ზოგიერთი მასალის ფასი შეიძლება არ შეეფერებოდეს რეალობას..
ფასები მასალებზე,ხელობაზე,ტრანსპორტზე მუდმივად იცვლება,მაგრამ სტიაჟკის ღირებულების განსაზღვრის პრინციპი კი ასეთი გახლავთ..
My Webpage კაფელისა და მეთლახის დაგება