აუჰ,შემეცვალა სიტუაცია, მაქვს 8 ცალი რადიატორი 60X60 ზომის.
მინდაგავათბო 25 კვ+ 12კვ თაღით გამოყოფილი ოთახი, ასევე მაქვს მეორე 12 კვ საძინებელი ზედა სართულზე ( ორსართულიანი სახლია დააა . . . ასევე მაქვს 16 კვ საძინებელი.
განლაგება ასეთია, შემიძლია ქვაბიდან წავიყვანო ტრაინიკით გაყოფილი ვარიანტი ორ მხარეს, ერთზე იყოს 25 +12კვ. დაბალჭერიანი სქელკელდიანი ძირითადად გამოსაყენებლი ოთახები,
მეორე მხარეს კი 12+16კვ საძინებლები, მარტო საღამოს რო გავათბო 2 საათით იკმარებს, (ცუდი თბოიზოლაციითაა და მუდმივად გათბობას აზრი არ აქვს მაღალი ჭერია 3.2მ ხის ძველებური ფანჯრებით და თხელი (20სმ სისქის კედლით)).
ზევით საძინებლებში ორივეში მივიყვან 25-იან მილს და დავაერთებ თითოეულ ოთახს 20-იანებით რადიატორებს, მგონი ერთი რადიატორი 60X60 უნდა ეყოს 12 კვადრატიანს, და ორი ცალი დაპარალელებული 60X60 ზომის დიდ 16 კვადრატიანს.
ზედა სართულის რადიატორებს მერე დავაყენებ, არ მეჩქარება, სანამ მაგარი ყინვებისკენ არ წავა საქმე.
პირველ რიგში ვაკეთებ 25+12 კვ ერთმანეთზე მიბმულ (მხოლოდ თაღით გამოყოფილ) ოთახებს ამათ რამდენი დავუყენო, ვფიქრობ 12 კვადრატულში ერთი ცალი 60X60 რადიატორი მეყოფა.
აი 25-იანში რამდენი დავაყენო? 3 არ ეყოფა ვითომ? ოღონდ 5X5 ზომის ოთახია და ესენი სამივე ერთ კედელზე დაყენდება, კუთხიდან ერთ მხარეს კედეზე ორი ცალი და მეორე მხარეს კედელზე 1 ცალი.
თბოიზოლაცია მაქვს ასეთი, საღამოს შარშან როცა შეშის ღუმელით ვთბებოდით, იმ 25კვ ოთახში იდგა და მისგან 5 მეტრში გავზომე საღამოს ტემპერატურა, 24 გრადუსი იყო, ჩაქრა ღუმელი 11 საათზე და დილით 9-ზე 19 გრადუსი იყო ტემპერატურა, ამ დროს გარემოს ტემპერატურა იყო 3-5 გრადუსი 6-ზე მეტი არ ყოფილა, მგონი არაუშავს თბოიზოლაციას, რავიციი . . .
აი ნახაზიც, როგორც ვფიქრობ.
შესწორებებს და რჩევებს მივიღებ სიამოვნებით.
მიმაგრებული სურათი