გამარჯობა. მოგესალმებით ყველას. ერთი კითხვა მაქვს და იქნებ ვინმემ იცოდეთ.
მოკლედ მანსარდის გაკეთებაზე გადავედი რა.
ხოდა ახლა ვაკეთებ მანსარდის იატაკს. ანუ გადებულია კოჭები, ქვემოდან კოჭებს აკრული აქვს ე.წ. "ლამფა" (ანუ პირველი სართულის ჭერი), ხოდა ახლა ამ კოჭებზე ზემოდან უნდა დაეგოს მანსარდის იატაკის მასალა. ამ ლამფასა და მანსარდის იატაკს შორის მინდა გავაკეთო ხმის იზოლაცია.

ეს ვიყიდე მოკლედ. ესაა მინერალური ბამბა
როგორც ვიცი ეს გამოყოფს ერთგვარ მტვერს, რომელიც საშიშია. ნუ, დიდი კატასტროფა არაა, მაგრამ მგონი აჯობებს თავი მაინც დავიცვა და ამიტომ დამატებით ვიყიდე არმირებული ცელოფანი და დიფუზიური მემბრანა. ასე მირჩიეს სადაც ვიყიდე. მითხრეს არმირებული ცელოფანი უნდა დააფინო ჯერო, მერე ეს მინერალური ბამბა წავა (7.5 სმ-იანია სისქეში), მერე ზემოდან დიფუზიური მემბრანა და ამ ყველაფერზე ბოლოს დაიგება ხის იატაკი ჩვეულებრივ.
მაგრამ ზოგი მეუბნება რომ ეს ცელოფანი გამოიწვევს კონდენსატის წარმოქმნას და გამინადგურებს ხის მასალას მთლიანად. ხოდა რას მირჩევთ? გავაკეთო ასე თუ მართლა დამილპობს ხეს?
ისე, ეს მემბრანა და მგონი არმირებული ცელოფანიც ორთქლს ატარებს (წყალს არა).
This post has been edited by Perfecto_77 on 4 Jul 2019, 15:54
არა არს დაფარულ...