გამარჯობათ, ასეთი სახლის აშენებას ვაპირებ და რამოდენიმე კითხვა მაქვს.

გეგმები:
1. საძირკველი იქნება ლენტური, ისე როგორც ლურჯი ხაზებითაა ნაჩვენები. გამომდინარე იქიდან, რომ ფინანსებში შეზღუდული ვარ, საძირკვლის სიღმე 50 სმ. გამოდის, სიგანე 35 სმ. ძირზე ქვიშა, ტოლი. 14-იანი არმატურით. გვერდებზე ჰიდროიზოლაცია და საჰაეროები.
2. საძირკველს ზემოდან მთლიანად ესხმება ფილა 15 სმ. სისქის. ძირზე ხრეში, ტოლი, 10-იანი არმატურა, 25-იანი ბიჯით, ცალმაგი არმირებით.
3. კოლონები მონიშნულია წითელი წერტილებით, სულ იქნება 7 ც. 30/30 სმ სისქის, 16 - იანი არმატურით.
4. გარე კედლები იქნება 30-იანი ბეტონის ბლოკით, ტიხრები - 15 ან 20 - იანი ბლოკით.
5. სარტყელი - 30 სმ. / 20 სმ (სიმაღლე), 12-იანი არმატურით. საძირკვლისგან განსხვავებით, სარტყელზე სახლის შუა ნაწილში წყვეტილი ხაზით აღნიშნულ ადგილასაც იქნება რიგელი. ვფიქრობ რომ რადგან ამ წყვეტილი ხაზის ადგილას საყრდენი კედელი არ იქნება, ეს ადგილი გავაკეთო ცოტა მსხვილი არმატურით (მაგ. 14 ან 16) და ცოტა სიმაღლეშიც დავასქელო. კოჭების სიმძიმეს რომ გაუძლოს.
6. თავიდან ვფიქრობ რომ სახურავს ხის მასალით გავაკეთებ. შესაძლოა მოგვიანებით (3-4 წლის მერე) ვიფიქრო ფილის დასხმაზე, სახურავის აწევაზე და მანსარდის მოწყობაზე.
ეხლა კითხვები:
1. საძირკველის სიღმე საგანგაშოა? (მიწა მძიმე თიხნარია)
2. რუსთავის არმატურას როგორი რეპუტაცია აქვს? ცნობილი ამბების გამო უკრაინული დეფიციტშია.
3. ასეთი კონსტრუქცია მომავალში გაუძლებს თუ არა ფილის დასხმას სახურავზე?
4. 30-იანი ბლოკის გამოყენებას აქვს თუ არა რაიმე აზრი, თუ გამოვიყენო 20-იანი და გარედან პენოპლასტი?
5. რას შეცვლიდით გეგმაში? პირველ კლასში მინდა გავიდეს და 60 კვადრატში ვცდილობ ჩატევას.
მივიღებ სხვა რჩევებსაც.
მადლობა წინასწარ