SaamIმოგესალმებით ბატონო გიორგი და ფორუმელებო, როგორც იქნა დავასრულე სახლის აშენება შევსახლდი, კარგად არის ნათქვამი ძველების მიერ. - სხვისი 3 სახლი უნდა ააშენო, რომ მერე შენი დაიწყოო. მარტო პრაქტიკული განათლებაც არ არის საკმარისი. თეორია ინჟინერია ტყუილად არისწავლება სასწავლებლებში. თან ჩვენ ქართულ რეალობას( ყველა დეტალზეა ლაპარაკი) უნდა მოერგო.
ეხლა რაც შეეხება საქმეს. შევიძინე ზღვის პირას(კაპროვანი) 200კვ მიწის ნაკვეთი 10X20. მშენებლობისთვის შეზღუდვაა 3 მეტრიანი ოთხივე მხრიდან. მრჩება რეალური სამშენებლო ფართი 4X12, სიმაღლე 6 მეტრი. კ2 საშულებას მაძლევს 2 სართული ავაშენო. ფართის მოთხოვნებიდან გამომდინარე პროექტი მომიწევს რომ გავაკეთო 2 სართული ბრტყელი სწორი გადახურვით. ვიფიქრე რკინის მსუბუქი კონსტრუქცია მაგრამ დაიჟანგება სწრაფად არც ისე იაფია, ხის სახლიც მაგრამ ეგაც მეძვირება და კაცმა არიცის რას გაუძლებს წლებში.ზღვიდან არის 300 მეტრი დაშორებით და საკმოად ტენია. ამიტომ ჩამოვყალიბდი (რამდენადაც უკვე აღარ მიყვარს

) რკინა ბეტონის კოსტრუქციაზე მაგაზე კარგი ჩვენს რეალობაში არავის არ მოუფიქრებია.
1. მოწესრიგდეს პერიმეტრი მიწის სამუშაოები პატარა ქანობი გასწორდეს ჰორიზანტალურად დაიყაროს შებელი ჩაიდოს საკანალიზაციო მილები.
2. მიწის პერიმეტრზე მოიქსოვოს ორი წყება არმირება 10-12 ალმატურით სამშენებლო ფართობზე დაისხას 20 სმ ფილა.
3. პირველი სართულის ამოსაყვანად მოიქსოვოს გარე კედლები (ღიობების გათვალისწინებით) ერთი წყება არმირებით. კოლონები (სტანდარტული მოქსოვა) 4 მეტრის დაშორებით.
ვითვალისწინებ რომ კარკასში შემავსებელი ბლოკი იაფია, მაგრამ მისი დადება-აშენება, მიტანა, ცალკე ხელოსანზე გარიგება, შემდგომში მისი გალესვა და რაც მთავარია ნესტი!!! რომელიც აზიანებს საშინლად.მიქმნის დისქომფორტს.
4. სართულის ფილა სტანდარტულად ორმაგი არმირებით იგივე 10-12 პროფილი. 16 სმ-იანი სისქე
მივიღე ბეტონის კონტეინერი.
მეორე სართულიც ანლოგიურად კედლების ჩასხმა არმირებით და სახურავის დასხმა ბეტონით იგივე სტანდართით.
რამდენად არის ჭკუასთან ახლოს?

))
ძალიან ხომ არ გამექცევა ფასები?
პლიუსი:
1. მოვურიგდები მხოლოდ ერთ ბრიგადას აპალოვჩიკებს.
2. დედაქალაქიდან არ მომიწევს ხშირად ჩასვლა და თავზე დადგომა.
3. დავავალებ ეტაპობრივად კონსტრუქციის გაკეთებას.
4.მხოლოდ ჩავალ ბეტონის ჩასხმის დროს (ჩემი მეტრიანით და შვეულით) სადაც გადავამოწმებ აპალოვკის და არმირების სისწორეს.
5. ბეტონის რაოდენობა, მოტანა, ჩასხმა მექნება ზუსტად გათვლილი.
6. ალმატურის დალაგებას აპალოვკის მოტანას, შეკვრას და სამუშაოებს გააკეთებს ადგილობრივი ბრიგადა. (რკინის ატხოდები და აპალოვკის დაზაინება მათი პრობლემაა)
7. ხარაჩო ჩემი მაქვს და ჩავუტან
8. არ მომიწევს ლესვები შიგნიდან გარედან. ნესტი!!!!!
. მთავარია პირველ ეტაპზე კონსტრუქცია შევკრა, გარედან თბოიზოლაცია ხეში ჩასმა, ინტერიერში ტიხრების სამუშოები ა.შ. ეგ სხვა პოსტში გადავწყვიტოთ
თემა არის კოსტრუქციის დადგმა,
მინუსები თქვენ დამიწერეთ