#62367338 · 23 Nov 2025, 08:47 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
crimson
| QUOTE | | პროფილებს შორის რა მანძილს ტოვებთ ? |
სტანდარტულად 60 სმ. თუ რაიმე მიზეზით გაძლიერებაა საჭირო, 40სმ.
| QUOTE | | სადაც თაროები და მძიმე საგნები იკიდება, უკან კიდე რამეს უდებთ სიმყარისთვის ? |
სამზარეულოს დასაკიდებლად პირველ ფენად ფანერას ვაკრავთ. თუ უფრო მძიმე რამეა დასაკიდებელი (მაგალითად უნიტაზი) მაშინ ლითონის დგარია საჭირო იატაკიდან ჭერამდე.
| QUOTE | ელექტროობის გასაყვანად შიგნით გოფრას უყოლებთ ?
|
მინიმუმ იქ, სადაც პროფილებს ეხება.
| QUOTE | | მანსარდული ხის გადახურვის დროს შიგნიდან როგორ აწყობთ ტიხრებს ისე, რო ოთახებში ხმა არ გავიდეს ? |
თაბაშირმუყაოს ტიხრით ნებისმიერი ხარისხის ხმის იზოლაცია შეიძლება გაკეთდეს. კინოთეატრის ტიხრები გამიკეთებია თაბაშირმუყაოს ფილებით. მანსარდის შემთხვევაში მნიშვნელოვნია ისაა რომ, ჭერი მუდმივად მოძრაობს და ტიხრის ჭერთან შეერთება ხისტი არ უნდა იყოს. ხმის იზოლაციას რამე განსაკუთრებული არ ჭირდება.
| QUOTE | | ბევრი შეკითხვა მოგაყარეთ |
კი * * * Faulkner გაგიკვირდებათ და ყველა მასალის გამოყენებას, ყველა კონსტრუქციის აწყობას თავისი წესები აქვს. მაგალითად: ჩვენთან გაიაფების მიზნით ტიხრებს ხირად ერთი ფენა თაბაშირმუყაოთი კერავენ. რაც კნაუფის წესებით დაუშვებელია. მნიშვნელოვანია ფილების დაწყობის მეთოდიც. ყველა შერერთება უნდა გადაიკეტოს...და ა.შ.
| QUOTE | | ერთი კედლის გადატიხვრა გიფსოთი რა ჯდება ხელობა და რამდენი ხანი უნდა? |
ჩვენ 20 ლარად ვაკეთებთ. მთლიანი რემონტის ფარგლებში. მინიმუმ 2 კაცი ჭირდება. ერთ დღეში გაკეთდება.
| QUOTE | | კარებიც რო ჩაყენდეს. |
თაბაშირმუყაოს ხელოსნები ღიობს დატოვებენ, კარს არ ჩააყენებენ.
This post has been edited by SaamI on 23 Nov 2025, 08:58
|