rommelეგ კონკრეტული საათი ერთი, საკმაოდ ცნობილი ბიზნესმენისთვის შემიკვეთეს საჩუქრად. საექსპორტო ვარიანტებს ინგლისურად ან დანიშნულების ქვეყნის ენაზე აწერია. ისე ეგ შრიფტიც ჩემი გაკეთებულია…
რაც შეეხება ლაქებს და საღებავებს, დამიჯერეთ, თავიდან მეც მეგონა რო აი ეს რო მექნება ამას ვიზავ, ის რო მექნება ამას ვიზავ. არანაირი აზრი არ აქვს ძვირიან ლაქებში და საღებავებში თუ ინსტრუმენტებში ფულის ყრას. 99% ჩემი ნამუშევრებისა კეთდება 150 დოლარიანი ჩინური რუტერით და ხელით

ლაქად კიდე ვიყენებ ბალონებში როა, ელიავაზე რო იყიდება, BOSNY -ს ფირმისას. უბრალოდ ხეს უნდა ბევრი ჩალიჩი და ინსტრუქციის წაკითხვა. ლაქს თუ აწერია მეორე ფენა 24 საათშიო, უნდა დაიჯერო და 15 წუთში არ მიასხა. ეგაა და ეგ. რა თქმა უნდა დიდი მნიშვნელობა აქვს ხესაც. წელს მოჭრილი ფიჭვისგან არფერი გამოვა. ეგ დინამიკები და საათი გაკეთებულია 80 წლის წინანდელი ჰონდურასული მაჰაგონით….
პირველი საათი არის მაგ მაჰაგონისგან გაკეთებული, მერე გაშკურკული 600 -იანი შკურკით, მერე 1200 -იანით და ქართული თაფლის ცვილით გაჟღენთილი და ბარხატის ტილოთი გაპრიალებული. დინამიკები და მეორე საათი გაშკურკულია 300-600-1200-2000 -იანი შკურკით და დაფარულია ბალონის ლაქით Bosny Flat White.
რაც შეეხება საქართველოში გაყიდვაში მყოფ საღებავებს და ლაქებს, თურქული GENC ბევრად უფრო ხარისხიანი და კარგია, ვიდრე ვთქვათ უკრაინულები. არაფრის დიდებით არ იყიდოთ ბულგარული ლაქები როა DEKORATOR - საზიზღრობაა ,ნელა შრება, იღვენთება და ცუდად აკეთებს ზედაპირს. შუშის ბოთლებით რო იყიდება რუსულები, არყის ბოთლები როა, ნახევარლიტრიანები, ეგენი კარგებია საკმაოდ, თან იაფიცაა, უბრალოდ სხვადასხვა ფერს სხვადასხვა ხარისხი აქვს. მაგალითად კრასნოე დერევო და ლიმონ არ ვარგა, იანტარ და ბესცვეტნი კარგია. მაგრამ მაგას უკვე კომპრესორი და პულვერიზატორი უნდა. ასე რომ, ისევ ბალონების იყიდეთ.
Z-ownerმე როგორც დავწერე, ქართულ ბაზარზე პრაქტიკულად არ ვმუშაობ, ჩემი კლიენტების 99% უცხოელია. იქ ეს სრულიად მისაღები კი არა, იაფი ფასიც არის. ჩემი კლიენტების დიდი ნაწილი არის ამერიკიდან და რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩინეთიდან