მადლობა

ავაწყვე, ჩემი მოთხოვნებისათვის ნორმალურია.
ანუ ეს არაა საწარმოო დონის რეისმუსი რო კუბამეტრებით ხე დაამუშაო.
1500 ვატიანი ძრავი აქვს სულ, მაგრამ ერთი 2 კვადრატი მასალა კი მოვიყვანე უცბად ჭკუზე

საერთოდ არ ვაპირებდი ამის ყიდვას, მაგრამ ისე მოხდა, რომ ხელში ჩამივარდა
სადღაც 70 წლის წინ შენახული წიფელის მასალა რამდენიმე კუბი.
ვიღაცა ტიპი ყოფილა, ფანჯრების ჟალუზებს აკეთებდა თურმე ამისგან
დაჭრილ-გამზადებული და გალაქულებიც ქონია სავსე მთელი სხვენი
მაგრამ ამდენ წელიწადში კი დაიბრიცა საკაიფოდ,ამიტომაც არავინ არ ყიდულობდა
პატრონმა იაფად მომცა, ოღონც წამეღო.
JTP-31801 -ია მოდელი, ვისაც გაინტერესებთ, დაგუგლეთ. თუ რამეა, ტაობაოს ლინკიც მაქვს.
გაითვალისწინეთ, მაგარი მტვრიანი და ხმაურიანია, ბინაში ამისი ჩართვის შანსი არაა
ციკლოვკის აპარატის სტილის ხმა აქვს

აი მაგითი დამუშავებული ხეები.
პირველი და მესამე - დამუშავებული, მეორე და მეოთხე - დაუმუშავებელი
მარცხნივ რაც დევს, ეგ არის წითელი აკაცია, მარჯვნივ - წიფელა.