amsona69გაუმარჯოს, ერთი კითხვა მაქვს, აგარაკზე დამონტაჟებულ არისტონის ქვაბზე ამ ბოლო დროს ხშირად დაიწყო APS 6P1 შეცდომის გამოტანა, ცხელი წყალიც შედარებით გვიან ცხელდება და მერე მალევე ითიშება
ადრე ერთხელ მსგავსი შეცდომა რომ გამოიტანა მაშინ გარე მილში (გამომტანში) ვნახე გაკვეხებული საცოდავი პატარა ჩიტი

მაგის მერე აღარ გამოუტანია შეცდომა ჩვეულებრივად მუშაობდა ცხელი წყალიც და გათბობაც, ეს ბოლო თვეა დაეწყო პრობლემები და მაგ შეცდომას აგდებდა ხშირად, 2 დღის წინ საერთოდ აღარ გაცხელდა წყალი, ინტერნეტი რომ გადავქექე ამასთან დაკავშირებით გავარკვიე რომ ამ შეცდომას წერს ჰაერის წნევის სენსორის არასწორი მუშაობის შემთხვევაში, რაც შეიძლება თვითონ სენსორის ბრალი არც იყოს, ან ტურბინა ვერ უბერავს კარგად ან ჰაერის მილია გაჭედილიო, ასე წერენ ყველგან. იმ გაჩხერილი ჩიტის შემთხვევაში გასაგებია რომ ნამწვი ვერ გაჰქონდა და ტურბინა მაგიტომ წნევას ვერ ქმნიდა
ახლაც ყველა მილი შევამოწმე, მაგრამ არაფერი არ არის გაჭედილი არც შემომავალში და არც გამწოვ მილში, მერე ვცადე წნევის სენსორის შემოწმება, გავხსენი ქვაბი, წნევის სენსორში ჩავბერე და ტკაცუნი ისმოდა, ანუ კონტაქტი იკვრებოდა ჩვეულებრივად, მაგრამ არ ვიცი რა წნევაზე შვრება მაგას, მანომეტრი არ მაქვს. მერე ისევ დავაბრუნე თავის ადგილას სენსორი და ქვაბის ჩართვა ვცადე ასე გახსნილი კამერით, ხოდა ჩემდა გასაკვირად ჩვეულებრივად ჩაირთო ქვაბი და ცხელი წყალიც წამოვიდა ნორმალურად, ვიფიქრე ამ ჩაბერვამ იქნებ უშველათქო და ასე ჩართულზე დავხურე კამერა, პანელიც მივაყენე და უცბად ისევ გაითიშა და ისევ ის შეცდომა გამოიტანა, გამოვრთე მთლიანად ქვაბი, მოვხსენი ისევ პანელი და კამერაც, ჩავრთე ქვაბი და ისევ ჩვეულებრივად ჩაირთო და ცხელი წყალიც წამოვიდა, მერე ცოტა ექსპერიმენტი ჩავატარე და ასეთი სიტუაციაა საბოლოოდ - როგორც კი ჰაერის კამერას ბოლომდე დავხურავ ჰერმერტულად (რკინის შპილკებით), წნევის სენსორი ითიშება და შესაბამისად ქვაბიც ქვრება, თუ ოდნავ მაინც რომელიმე მხარეს ჰერმერტულობას კარგავს (მხოლოდ ერთი შპილკით თუ ჩავკეტავ), სენსორის ჩვეულებრივად მუშაობს და ქვაბიც ირთვება...
რისი პრობლემა შეიძლება იყოს? თვითონ სენსორია დაზიანებული? თუ ტურბინას დაერხა?