სალამი ბიჭებო.. ჩემ გაკეთებულ პროექტს დავდებ აქ და რამეთუა შემისწორეთ )) რა გავაკეთე და რას ვაპირებ შემდეგში მაგასაც დავწერ

რაღაცეებში კი დავუშვი შეცდომა მარა გამოსწორებადია და ზოგიც გამოვასწორე )) (მაგალიტად 24კვ იანი იმერგაზის ქვაბი რომ არ უნდა მეყიდა

)
დავიწყებ თავიდან:
შარშან ვიყიდე 24კვ იანი იმერგაზის ქვაბი. Immergas Eolo Star 24 E4
ვიყიდე რადიატორები Belorad 60*50 2 ცალი, 60*100 2 ცალი. რკინის
ფირატის მილები 25 იანები, რომლებიც პლინტუსებს მიუყვება ქვაბიდან

რადიატორებზე 20 იანებით ადის.. ხო კიდევ ჯაკომინის ვინტილები ზედა ქვედა.. დავაერთე დიაგონალურად, ვინტილიდან (ზევიდან) შემსვლელი და ქვევიდან გამსვლელი...
როგორც იქნა ყველაფერს მოვრჩი თქითქმის და 1 სული მქონდა ჩამერთო გამეტესტა... )) სანამ რადიატორებზე შევაერთე, მანამდე ცხელი წყალი გავსინჯე. ადაჩა პადაჩაზე კრანები გადავკეტე, წნევა 1.25 ზე ავწიე და ოპა, გააცხელა წყალი წამოვიდა დუშში და ონკანში )) ანუ მუშაობდა )) შემდეგ ამ 25 იანი მილებითვზე ავედი ქვაბში და რადიატორებიდან უკუსვლის მილზე დავაყენე ფილტრი და ონკანი, ფილტრი დავაყენე ჰორიზონტალურად და ქვევით იყურება (99% ხელოსანი თუ თვით ნასწავლი ფილტრებს ვერტიკალურად აყენებს, რაც არ ვარგა, ქვაბში არ შედის ჭუჭყი მარა, არ მუშაობს ისე როგორც ჰორიზონტალური). ბუნებრივი აირი სოჩიკიდან 20 იანი მილით გამოდის და მანდ შტუცერებით დავაკავშირე, სილიკონის მილით. (ამას შევცვლი მეტალოპლასმასით მილით, უფრო სქელით, ანუ 25 იანი რეზბა აქვს ქვაბს, რომ მომარაგება აირის კარგი ჰქონდეს, ნუ ეს დროებითიამ გამოცვლი.
ახლა რა ხდება, ჩავრთე სისტემა თავიდან ბოლომდე, დავაჰაერე საკაიფოდ

ყველაფერი მუშაობს, ტემპერატურებიც კარგია ოთახებშიც და რადიატორებშიც, მაგრამ ახლა რომ აცივდა დიდ ოთახში 25 კვადრატულში ტემპერატურა 22 ზე ზევით არ ადის, დილისკენ 4-5-6 ზე საათზე ჩამოდის დაჟე 21 ზე და 20.9 ზე

პატარა ოთახებში კაი 23+ ტემპერატურა დგას. და ღია მაქვს კარები რომ აქეთაც გამოვიდეს. თერმოსტატი 22.2 ზე მიყენია მარა არ ამოდის ამ ტემპამდე და სულ მუშაობს ქვაბი (მუშაობს ანუ ჩაირთვება გამოირთვება, ჩაირთვება გამოირთვება, მანამდეც მასე იყო, რაც არ მომწონს და ვცდილობ თერმოსტატის საშუალებით და ნასტროიკით ქვაბიდან დავარეგულირო ისე რომ, ხშირხშირად არ ჩაირთოს და გამოირთოს .. მოდულაციას რასაც ეძახიან

კაი ამინდი რომ იყოდ 1 კვირის წინ, ჯიგრულად მუშაობდა. 22.2 გრადუსს ჩამოცდებოდა 0.2 გრადუსით და ჩაირთვებოდა ქვაბი, ავიდოდა 22.4 ზე და ითიშებოდა. ანუ თერმოსატის გარეშე ქვაბი როცა ითიშებოდა, წყლის ცირკულაცია მაინც ხდებოდა და პომპა სულ მუშაობდა, ეგეც არ მომწონდა და თერმოსტატით მაგას ვათიშინებ და ეგეც მომწონს ))
ახლა მაქვს 2 პრობლმემასავით რომელსაც ამ დღეებში გადავწყვიტავ ჩემი აზრით ; ) ნახატზე რაც მაქვს მელნისფრად ზევით, მანდ რომ ჩავამატებ 1 ცალ რადიატორს, უნდა გამოსწორდეს სიტუაცია ჩემი აზრით, იმიტომ რომ ეს ერთი ცალი 60*100 იანი 25 კვადრატს, მითუმეტეს კუთხის ოთახს ვერ ათობს როგორც მინდა და აწი რომ აცივდება საერთოდ ვეღარ გაათბობს ; ) სანამ თერმოსტატს დავაყენებდი, მანამდე ქვაბის ნასტროიკიდან პარამეტრები შევცვალე.. მაგალითად 99% სიმძლავრიდან ჩამოვიყვანე 60 % ზე ; ) მარა მერე ისევ ავწიე.. აზრი არ აქვს მაინც ვერ ერევა თვითონ ფიზიკურად ეს ერთი რადიატორი და მეთი რაღა დავაკლო იყოს თქო )) კიდევ რაღაც ტაიმერები და ეგეთები შევცვალე მარა არაფერი ისეთი...
მინდა რომ გამართულად და ოტპიმალურად ვამუშაო ქვაბი და ტემპერატურა ვაკონტროლო კომფორტულამდე
თერმოსტატის საშუალებით, რომელიც ქვაბსაც გამითიშავს, ტუმბოსაც და ეკონომიასაც ასე თუ ისე ცოტას მომცემს )) (ტუმბოს სულ ჩართულობამ თუ დენი დამიწვა, რაღა აზრი აქვს) )))))))))))
ქვაბი თვითონ შიდა მონტაჟის ვიყიდე რომ სამზარეულოში დამეკიდა

აივანზე გაყინვა და ა.შ. ჩალიჩები არც მინდოდა
60*100 იანი რადიატორი გათვლილია სადღაც 16-17 კვადრატზე.. 3 მეტრიანი ჭერით (ჩემიც 3 მეტრიანია), მაგრამ კუთხის ოთახი რომ არის და 3 გვერდი რომ ცვივია და 1 თბილი, ვიფიქრე ამ 100 იან რადიატორს ჩავამატებ თქო და მოგვარდება ყველაფერი ანუ. ტემპერატურაც კომფორტული მექნება, ქვაბიც აღარ იწვალებს ჩართვა გამორთვაზე და ხარჯიც დაიწევს ალბათ.. ჯერ არვიცი რამდენს ხარჯავს ახალი დაყენებული მაქვს მარა, რომ დავაკვირდი მიახლოებით 8-10 კუბს მოიხმარს 24 საათში ...
კიდევ:
აბაზანის ტემპერატურა 39 ზე მიყენია და რადიატორების 50 ზე...
რადიატორის 55 ზეც მქონდა, 60 ზეც, 65 ზეც, მაგრამ აზრი არ აქვს. კი ცხელდება უფრო რადიატორი მარა მერე უფრო მალე თიშავს ალს. არადა გამართული რომ მქონდეს ყველაფერი ყველაფერი (1 რადიატორის ჩამატება და გაზის მილის 25 იანით შეცვლა) უნდა მეყენოს 40-45 გრადუსზე ))
რავი რამე თუ გამომრჩა მერე ჩავამატებ ))