საინტერესოა
მე ასეთი რამე გავაკეთე.
კოჭებს ქვემოდან ე.წ. ლამფა მაქვს აკრული (ანუ თხელი ფიცარი, პირველი სართულის ჭერი)
კოჭებს შორის დავაგე მინერალური ბამბა. ჯერ დავაფინე დიფუზიური მემბრანა, მერე მინერალური ბამბა, მერე ზემოდან ისევ დიფუზიური მემბრანა და ბოლოს კოჭებს ზემოდან დაიგო ხის იატაკი.
მინერალური ბამბა


მინერალურ ბამბაზე ზემოდა გადაკრული დიფუზიური მემბრანა (ქვემოდანაც იგივე მემბრანა უფენია)

დიფუზიური მემბრანა ორთქლს ატარებს, შესაბამისად კონდენსატს არ გაიკეთებს და ხის მასალას არ გამიფუჭებს.
მემბრანა, პრინციპში მხოლოდ იმისთვის დამჭირდა, რომ მინერალური ბამბის მტვერისგან დაიცვას სახლი.