ტუტუცობაა
ეგ არის სტიაჟკის მეორე ან მესამე ფენა .უკვე დასხმული/გასწორებულის კიდევ გასწორება .
წებოცემენტია იგივე ,დენადობის მეტი პლასტიფიკატორი აქვს მიცემული უბრალოდ .
თავისი ნემსიანი კატოკი და შიპიანი ფეხსაცმელი უნდა რომ იარო ,ბეტონკონტაქტი ,დემფერის ლენტი და ა.შ
ჩვეულებრივი იაფიანი წებოცემენტისგანაც გამოდის ოღონდ ლოკალურად ,ალაგ ალაგ .
წყალწყალა მოამზადე და დაასხი . 1 -2 სმ სიღრმეს მოერევა სულ თავისუფლად.
მაგრამ ცემენტის ბაზაზე მომზადებული მაინც რთული მასალაა. ჯდება სწრაფად
თაბაშირზე რომელიცაა ეგ ჯობია .
კნაუფ ტრიბონს თუ იშოვი . ადვილად სწორდება .

ბლომად ჰაერის ბუშტები წარმოიქმნება ამ დროს და მაგას აქრობს თან შლის მასას .

ბრტყელძირიანი ჩვეულებრივი ფეხაცმელი მიჭყლეტავს თხევად მასას და ვერ გაიშლება მერე .
ამიტომ იცვამენ შიპიანს რომ შიგ იარონ