შუშის შენობაში ვენტილაციის გარეშე ყველაფერი დაიორთქლება, კონდენსატი ჩნდება იქ სადაც მაღალი ტენიანობაა ან ტემპერატურის მკვეთრი სხვაობა, კედელი რომ ინესტება ვიტრაჟი რა შუაშია მაგასთან?
კარგად გაკეთებული ორმაგი მინაპაკეტიც არ უნდა დაიორთქლოს თუ ოთახში ნორმალური ტენიანობაა (50-60%-ის ფარგლებში), კარგი თბოიზოლაციისთვის კი სასურველია სამმაგი მინაპაკეტის დაყენება
კედელი რომ 20-იანი ბლოკით არის აშენებული და თბოიზოლაცია თითქმის არა აქვს, ეგ რომ გაათბო იმ დონეზე რომ აღარ დაიორთქლოს, ოთახში 40 გრადუსი მაინც უნდა იყოს, არა მგონია ეგეთი სიცხე ადამიანისთვის კომფორტული იყოს რბილად რომ ვთქვათ
მუდმივი ვენტილაცია არც არის აუცილებელი, გადმოსაღები ფანჯარა მაინც რომ იყოს პერიოდულად გაანიავებს და ტენიანობაც ნორმალურ დონეზე იქნება
suzgsxrახალაშენებული კორპუსია?? რომელი კომპანიის აშენებულია?? ძალიან ბევრი აშენებს ასეთ უხარისხოდ, თბოიზოლაციის გარეშე და მამასისხლად ყიდიან, ახალი კორპუსი ჰქვია და ძველი უბრალო ქალაქური პროექტი აჯობებს მაგას ყველა კომპონენტში...