პატარა რაღაცას ვაშენებ და აგერ უცებ ჩამოგიწერთ ფასებს რა რამდენი დაჯდა









მოკლედ, ასაშენებელი ობიექტი არის 11.3 x 5.3 სულ 59.9 კვადრატული, ჭერის სიმაღლე სუფთა 3მ, კარკასულია და შენდება 20იანი ბეტონის ბლოკით 20იანი 11 ცალი კოლონით.
სარტყელი გაიჭრა 60სმ სიღრმე 40 სიგანე, სარტყელის აპალოვკა მიწიდან ამოვიდა 25სმ-ზე - 25სმ სიგანით. ჩადებულია 6 ღერი 12მმ არმატურა. ქვედა ფილა დაიწნა 10მმ არმატურით ერთი პირი. კოლონები ამოვიდა 16მმ არმატურით. კედლები შეივსება ბლოკით და ზემოდან დაესხმება 20სმ ბეტონი. ფილის არმატურა ზემოთ იწვნება 2 ფენა, ქვედა 12მმ ზედა 10.
სულ არმატურა დამჭირდა 2028 მეტრი პლუს 6მმ არმატურა 350 მეტრი ხამუტებისთვის
6მმ თავიდან 250 მეტრი ვიყიდე რა მივეცი არ მახსოვს მეორედ 90 მეტრი დავუმატე, გამოფენის უკან ვიყიდე გადავიხადე 0.85ლ მეტრში.
10მმ არმატურაში გადავიხადე 1.90
12მმ - 2.28
16მმ - 4.2
ბეტონი მომაქვს ქარხნიდან "ბეტალი" ლილოს ბაზრობის გვერდითაა.. 350იანს მაძლევენ 135 ლარად + ტრანსპორტირება.
ბლოკი ვიყიდე "ლეგი" 20იანი მომცეს 1.1ლ, ახლობელმა ააშენა რაღაც 3 თვის წინ და ორი ბლოკი იხმარა ბედეგი და ეს. იმან მირჩია ეს ჯობიაო, ბედეგში 1.4 დამიფასეს

კარგი ბლოკია არ იშლება სწორი ფორმები აქვს, ნაგვისგან არაა გაკეთებული. ამის ქარხანაც ლილოსთანაა ნორიოს მეფრინველეობაში.
აპალოვკად ფიცარი გადავწყვიტე 2.5 კუბი ვიყიდე კუბი 650ად აეროპორტთან დიდი ლილოს ასახვევში ორი ბაზაა ფიცრის, მარცხენამ 720 მითხრა კუბი და მარჯვენამ მაგ ფასად მომცა. ალბათ ცოტას დამატება კიდევ დამჭირდება ერთი ნახევარი კუბის.
ცემენტი 40 კილოიანები 500იანი ჰაიდელბერგი მოვიტანე 13გელ გადავიხადე და დამიწუნა ხელოსანმა 25კგ-იანი ჰაიდელბერგი მომიტანე ყვითლად დაკლეტკილიო და ეგ მომაქვს, ვიხდი 6.5გელ "პაჩკაში"
ყვითელი ქვიშა მოვიტანე 3 კუბი მივეცი 50 გელ კუბში + ტრანსპორტირება
კენჭიც 3 კუბი დამჭირდა მაგაში 20 გელ მივეცი კუბში + ტრანსპორტირება.
100 დანგრატი, 42 ცალი 3 მეტრიანი კოჭი და 15 მეტრი ხარაჩო ვიქირავე შინაურისგან 25 დღით 550 ლარად. სტანდარტული ფასი ხარაჩოს გარეშე მითხრეს 720გელ დამპალოზე.
კიდევ დამჭირდა:
დვიჟოკის და ვიბრატორის დაქირავება 2 დღე კიდევ ერთი დღე დამჭირდება ზედა ფილის დასხმაზე. დვიჟოკი 3kw ვიქირავე 35 ლარად 6kw 50ად.
ბალგარკის პირები, ლურსმანი, ხელთათმანები, 2 ნიჩაბი ერთი ჩვეულებრივი ერთი შტიკავოი, თოხი, წერაქვი. დანარჩენი ინსტრუმენტი ზოგი მე მქონდა ზოგი ხელოსანს. ვიაზანნი მავთული. + საწვავი ამ ყველაფრის მოსატანად. ხელოსნის და მუშის საჭმელ-სასმელი.
მოკლედ 3000 ევრო დამეხარჯა ამ ყველაფერში + 800 დოლარი მივეცი 14 კვადრატ ვიტრაჟში, ტიპმა ახალაშენებული სახლი იყიდა, ყავისფერი არ მოეწონა და ახალი ვიტრაჟები ამოიღო შავები ჩააყენა. 2100$ დამიფასეს რეჰაუში იგივე, ფასს რომ ვარკვევდი ყიდვამდე.
23ში დაიწყო სამუშაოები 3 დღე გაგვიცდა არ უმუშავიათ. 2 კაცი მუშაობს ხელოსანი და დამხმარე. ბლოკის დაწყობა მთლიანად მორჩა, ხვალ ფანჯრების და კარებების ზემოთ სარტყელებს გაამზადებენ, ზეგ ჭერის აპალოვკას დაიწყებენ. 3-4 დღეში ზედა ფილას დავასახამ სავარაუდოდ. შავ კარკასამდე დარჩება ბეტონის გაშრობა და აპალოვკის მოხსნა. ვიტრაჟების ჩაყენება + 2 რკინის კარი და შიდა ტიხრები.
შავ კარკასამდე ცოტა დიდი ფულის გადახდა მომიწევს ბეტონში, 13.5 კუბი მჭირდება
ხელოსნის და მუშის ფული, მუშას 30 ლარად მოვურიგდი მარა მერე შემეცოდა და 40 უნდა მივცე. ხელოსანი ახლობელია, ძალიან ცოტას გამოგართმევო არ მეუბნება რამდენს და ვანგარიშობ რომ 100 ლარი მივცე ყველა ნამუშევარ დღეზე.
რკინის კარი ორი ცალი + მაგის და ვიტრაჟების ჩაყენება და ეგაა შავი კარკასი დგას.

რომ დავამთავრებ დავწერ სულ რა რამდენი დაჯდა... რემონტს რომ მივცემ მაგებსაც დავწერ
///Intel Pentium 166Mhz///40Mb Ram///4Mb Ati///8GbHDD/// ...