#58453972 · 6 Oct 2021, 21:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ორი რაღაც მაინტერესებს, მიწა ყიდვამდე როგორ უნდა შეამოწმო, რამდენად გამოდგება ასაშენებლად. მცოცავი გრუნტი და რაღაც მსგავსი რო არ იყოს. ყველაზე უპრობლემო და პრობლემური მიწები სადაა თბილისში ან შემოგარენში?
და ყველაზე მთავარი. რო წერენ, კომინიკაციები მიყვანილიაო ნაკვეთამდე, რა ჯდება გაზის, წყლის და კანალიზაციის მილების შეყვანა? სიტყვაზე, 20-50 მეტრში თუა. და ასევე, როცა დაუსახლებელი მიწაა და იქ გაგყავს, იმ მიწაზე რო სხვამ დაიწყოს მშენებლობა, სადაც შენი მილებია, ფუნდამენტის ჩასხმის ან თავისი მილების გათხრის დროს რო დააზიანოს, მაგისგან როგორ უნდა დაიცვა თავი? ან ხეები რო დარგოს და ფესვებმა რო დააზიანოს. შესაძლებელია მილების ისე ჩაყრა რო არავის მიწის ტერიტორიაზე არ გაიაროს?
|