არა, ნი ნაზივაეტსია, იმიტომ რომ უამრავ იდიოტობას ვხედავთ აქ დაწერილს (მთელ ფორუმზე) მეც და შენც, დარწმუნებყული ვარ. ამიტომ, როდესაც როდესაც წიგნიერების ან გემოვნების ნაპერწკალს აღმოაჩენ - გიკვირს

ეს არ არის მანია გრანდიოზა, ეს გულრწფელი გაკვირვებაა.
Ocelotუბრალოდ დიდი ხანია არ შემომიხედავს ჩემსავე გახსნილ თემაში - sorry

მაგარი სოპრანო არც ისე ცოტა იყო - ჯოან საზერლენდი იყო ზღაპარი, მთალი ცხოვრება ქმრის დირიჯორობით რომ მღეროდა, ქმრისსავე ორკესტრთან ერთად. კალასს ეგეც კონკურენტობდა, მაგრამ... ყველა ბუზი ბზუისო, კალასთან ყველა ტყუისო

ისე - ვაოფტოპიკებთ თემას, ფაქტია....!
იტალიური ხმები (რაგინდ ცნობილი) ბახის კანტატებში და ორატორიებში არ ვარგანან, არც მოცარტის ოპერებში, არც ვაგნერის მუსიკალურ დრამებში...
გერმანული ვოკალი არ არის ბელკანტო, ეს არის სულ სხვა, განსხვავებული რამ...
ესაა "ინსტრუმენტალური ვოკალი", რომელიც, Fაქტიურად, ითხოვს, რომ მომღერალს ჰქონდეს მუსიკალური ინსტრუმენტის ხმა...

გერმანელი კოპოზიტორისათვის(არარომანტიკოსისათვის!), როდესაც ის წერს, თითქმის სულერთია, ვოკალისათვის წერს ის თუ ჰობოისთვის, ან ფლეიტისათვის, ან კლარნეტისათვის... არსებითად, ის წერს "სიმფონიას"

Mოკლედ, არსებობს ასეთი (და სხვა მრავალი) მსოფლიოში ცნობილი კოლექტივები: Bach Kollegium Stuttgart, ანდა Dresden Shtaadtskapelle, სადაც ჩვენს მიერ ჩამოთვლილი სოპრანოები საკმაოდ უფერულად გამოჩნდებოდნენ (მომისმენია).......

იმიტომ, რომ იტალირი რომანტიკული ოპერა ერთია და გერმანული ბაროკოს მუსიკა - სულ სხვა
This post has been edited by Johnnie Walker on 20 Jan 2006, 21:26