ჩამოყალიბდება 2 სახის კლუბი: ოპერის მეგობართა და ოპერის ახალგაზრდა მეგობართა კლუბები.
ოპერის მეგობართა კლუბში გაერთიანდებიან ოპერის მოყვარულები 18 წლიდან ზემოთ, ხოლო ოპერის ახალგაზრდა მეგობართა კლუბში 13-დან 25 წლამდე. თუ ხართ 18-წლიდან 25 წლამდე არჩევანის საშუალება გაქვთ. შეგიძლიათ როგორც ერთ ისე მეორე კლუბში გაწევიანება.
კლუბში გაწევრიანების მსურველებს ექნებათ შემდეგი არჩევანი: გახდნენ ბრინჯაოს, ვერცხლის და ოქროს წრის წევრები.
საწევრო გადასახადი და შესაბამისად პრივილეგიებიც განსხვავებულია დონეების მიხედვით.
წლიური საწევრო გადასახადი:
მეგობართა კლუბი:
ბრინჯაოს წრე:
ახალგაზრდები 18 დან 25 წლამდე - 50 ლარი
25 წლის ზემოთ - 100 ლარი.
ვერცხლის წრე:
ახალგაზრდები 18 დან 25 წლამდე - 125 ლარი
25 წლის ზემოთ - 250 ლარი.
ოქროს წრე:
ახალგაზრდები 18 დან 25 წლამდე - 200 ლარი
25 წლის ზემოთ - 400 ლარი.
პრივილეგიები:
ფასდაკლება ბილეთებზე
გუნდის, ორკესტრისა და გენერალურ რეპეტიციებზე დასწრება
ბილეთების პრიორიტეტული დაჯავშნა
პრეს-კონფერენციებზე დასწრება
მოწვეული შემსრულებლების მასტერ-კლასებზე დასწრება
და ა.შ.
რაც შეეხება ახალგაზრდულ კლუბს საწევრო რა თქმა უნდა უფრო ნაკლები იქნება, შესაბამისად პრივილეგიებიც.

აუცილებლად შეგატყობინებთ კლუბების პრეზენტაციის თარიღს.