ამ თემის წინა გვერდებიც გამოიკვლიე:
ჰილდეგარდ ფონ ბინგენის მონოფონია:
http://dade.ge/?code=1159356802JLPX9TF3Z9 გიიომ დე მაშოს ღმრთისმშობლის მესა და საერო მუსიკა.
http://dade.ge/?code=1159367139I9MOUX7K0Uhttp://dade.ge/?code=1159368576AX6GP09E77სიმღერა სიბილაზე:
http://dade.ge/?code=1159373749Z5OQ1UWA38ამას გარდა, შუა საუკუნეების და რენსანსის მუსიკიდან მე შემიძლია შემოგთავაზო(თ):
1. Ars subtilior (Machaut, Solage etc.) - "უფრო დავხეწილი ხელოვნება"; ავინიონში პაპის ტყვეობისას მის კარზე წარმოქმნილი, თრიაქით დაბოლილი, ელიტარისტულ-ავანგარდისტული მუსიკალური სუბკულტურა.
2. Guillaume Dufay: Missa Sancti Jacobi - გიიომ დიუფაი შუა საუკუნეებიდან რენესანსზე გარმავალ პერიოდს მიეკუთვნება.
3. ბურგუნდიის სამეფო კარზე შესრულებული საეკლესიო მუსიკა (Obrecht, Pipelare, Petrus de la Rue, Josquin Desprez)- მეცენატი მარგარიტა ავსტრიელის ყურების საამებლად აჟღერებული პოლიფონია.
4. კარლოს V ესპანელის კარზე შესრულებული მუსიკა (Willaert, Isaac, Desprez, Morales etc.) - ხორდი სავალისა და მისი ანსამბლის არაჩვეულებრივი შესრულებით.
5. Josquin Desprez - ადრეული რენესანსის, ფლანდრიული პოლიფონიის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი - ჟოსკენ დეპრე. მისი შემოქმედებიდან შემიძლია შემოგთავაზოთ:
• Missa de beata Virgine
• Missa Pange Lingua
• მოტეტები წმინდა ქალწულისათვის
• საეკლესიო და საერო მოტეტები (რამდენიმენაირი შესრულებით)
6. პალესტრინას პოლიფონია:
• Missa Papae Marcelli
• Missa brevis
• Missa Assumpta est Maria in coelum
(ცოტა ხანში მისი "ქებათა ქების" დადებაც შემეძლება)
7. Thomas Luis de Victoria - Officium Defunctorum (Requiem) - ესპანელი კონტრრეფორმატორის ღრმად მისტიური და ოკულტური, ესპანური კათოლიციზმით გაჟღენთილი მუსიკა.
8. ინგლისური მადრიგალები (Wilbye, Byrd, Morley etc.)
9. ორლანდო დი ლასო:
• Lagrime di San Pietro (წმინდა პეტრეს ცრემლები შემიძლია ორგვარი შესრულებით შემოგთავაზოთ - Ars Nova ან ჰერვეგე ან ორივე)
• Psalmi Davidis Poenitentiales (მსგებსის ფსალმუნები; რენესანსის მუსიკის ერთერთი მწვერვალი)
10. ჯონ ტავერნერი: Missa Gloria tibi Trinitas - ინგლისური პოლიფონიის ბრწყინვალე ნიმუში
11. კლაუდიო მონტევერდი - Vespro della beata Vergine - რენესანსიდან ბაროკოზე გარდამავალი პერიოდის მწვერვალი!
- Combattimento di Tancredi e di Clorinda
(მალე მონტევერდის ოპერა "ორფევსსაც" შემოგთავაზებთ.)
12. კარლო ჯეზუალდო - ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს ჩემი უსაყვარლესი კომპოზიტორია. მისი შემოქმედებიდან შემიძლია დავდო მადრიგალები და მსოფლიოს მუსიკალური მემკვიდრეობის ერთერთი ყველაზე პათოლოგიური, მძიმე, მშვენიერი და განმაცვიფრებელი ნიმუში - Tenebrae Responsories (განუმეორებელი ჰილიარდის ანსამბლის შესრულებით).
This post has been edited by Pathetikos on 30 Sep 2006, 13:28