ვიყავი... წარმატებით გავძელი ბოლომდე... შევეცადე ძალიან და იმიტომ...
მოკლედ, რა გითხრათ, რით გაგახაროთ...
რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, საღამოს ყველაზე წარმატებული პარტია სწორედ დონნა ანნა იყო - ანუ, ირინე რატიანი.... ხო, მესმის, რომ დაუჯერებლად ჟღერს, მაგრამ მე, გამორჩეულ ანტირატიანისტს, ყველაზე მეტად სწორედ ის მომეწონა. (თუმცა, ყველაფერი ფარდობითია

)
ლაგვილავა - კარგი იყო, რეჩიტატივებში მხოლოდ...

მეტს არაფერს არ ვიტყვი.
ლეპორელო - ლეგი იმედაშვილი - ნუ, არა უშავდა. ბოლოსკენ ისიც დაიღალა. თუმცა, როდესაც ლეპორელო და დონ ჯიოვანი დაახლოებით ერთნაირ ჟღერადობისა არიან, მე ეს სულ არ მომწონს "დონ ჯოვანიში".
დონნა ელვირა - მაკა ასპანიძე - პირველი არია ისე ცუდად იმღერა, რომ შემეშინდა... მეორე მოქმედებაში გამოსწორდა, მაგრამ საბოლოო დასკვნა მაინც ასეთი მაქვს: არაა ეს ამ ქალის სამღერი პარტია საერთოდ. ან ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს - მოცარტისთვის მეტისმეტად ტლანქი იყო.
ცერლინა - ნინო ჩაჩუა - გინდ ყოფილა, გინდა არა. საშუალოზე საშუალო.
დონ ოტავიო - გია მახარაძე... გამარჯობა შენი

მაზეტო - ბონდო გოგია - მე მგონი, ასეთი მოუმზადებელი მომღერლის სცენაზე აშვება დიდი შეცდომა იყო. სამარცხვინოდ მღეროდა. კიდევ კარგი, პარტია არც ისე დიდია

კომანდორი - ტარიელ ჭიჭინაძე - ჯერ ერთი, ისევე, როგორც ძველ დადგმაში, აქაც კულისებიდან მღეროდა იმ გადასარევ სცენას და ძალიან ცუდად ისმოდა... და მეორეც...
ტაში იყო, იცოცხლე - დაინგრა იქაურობა. არა, ტაში დამსახურებული იყო - მოცარტის მუსიკა ნამდვილად შთამბეჭდავია, ამაზე არ ვკამათობ... (კომანდორის სცენის შემდეგ ხდება ეს ყოველივე. ამის მერე ავდექით და გავიძურწეთ იქიდან. თუმცა, თეატრის ფოიეშიც კი ისმოდა ტაში, აღტკინებული "ბრავოს" თანხლებით და ხალხის ნაწილი გარეთ გამოდიოდა... არ ვიცი, ეგონათ, რომ ოპერა დამთავრდა თუ მართლა ადგნენ და ბოლო სცენა მოაკვეცეს? ვინც ბოლომდე იყო, იმან დაწეროს)
რაც შეეხება ორკესტრს - რა გითხრათ, აბა, მე იმდენად ვიყავი კონცენტრირებული მომღერლებზე და ისეთი გულისფანცქალით ვუსმენდი თითოეულ არიას თუ ანსამბლს, რომ ყურადღების მიღმა დამრჩა. ნუ, რაც არ უნდა იყოს, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ოპერაა... თუმცა, უნდა ვთქვა, რომ უვერტიურისგან ბევრად მეტს ველოდი.
მოკლედ, არ ვიცი. მაგრამ მეორე შემადგენლობის მოსასმენად წასვლის სურვილი ნამდვილად არ გამჩენია...
This post has been edited by Contralto on 10 Jun 2009, 17:25
ის, ვისი სახელიც უხერხულად ჟღერს; ფრიდა და ჰარიეტი.