კი თანამედროვეა მოღვაწეობის პერიოდის გამო და არა მუსიკალურად ... ფაქტიურად Contemporary პერიოდისაა
თანამედროვე კლასიკურ მუსიკაში მე ვგულისხმობ იმ ხალხის მასას რომლებიც თავს რატომღაც კომპოზიტორებს უწოდებენ ...
ამას წინათ მეცოზე ვუყურებდი სამ ადამიანს, ასაკი 30 - 35 წელი ...
მთელი შესავალი წაიკითხა კონცერტის დაწყებამდე ერთმა ფრანგმა ბაბუამ თუ როგორი ,,გენიოსები'' არიან ეს ადამიანები.
მიუხედავად იმისა რომ აშკარად ტონალობაში ურევენ, ჰარმონიაში ვერ ზიან, რიტმის გრძნობა საერთოდ მინუსებში ...
მოკლედ გაურკვეველ ხმებს გამოცემდა როიალი, ჰობოის წუილმა დამტანჯა, ჩელისტმა კიდე კონცერტის შუა ნაწილში ჩელო თავიდან ააწყო .. (ჩაიცინა, აშლილი ყოფილაო)
სრული ქაოსი იყო .. თურმე ეს ყოფილა ,,სურეალისტური ახალი თანამდეროვე აზროვნება''.. ავანგარდული მუსიკა. .. რომელიღაც საიტზე წავიკითხე ერთ - ერთი კომპოზიტორი ამბობდა რომ სოლფეჯიოს ცოდნა შინაგან ფანტაზიის უნას აქვეითებს და ჩარჩოებში სვამს ადამიანსო .. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მსგავსი ,,კომპოზიტორები'' ,,N'' რაოდენობით მოიპოვება ჩვენს პლანეტაზე ..
ჩვენი კონსერვატორიის კომპოზიტორების ,,კონცერტზე'' ვიყავი ჩემი ნაცნობი გამოდიოდა .. ხმა ვერ ამოვიღე .. სრული მარაზმი იყო .. შემდეგ ეგეთი უნიჭოები გამოდიან და ბახს და ბეთხოვენს ლანძღავენ .. მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ შურია ..
მე არ ვამბობ რომ კარგი კომპოზიტორები ამოწყდნენ დედამიწაზე, მა ვამბობ რომ იმდენად ცოტანი არიან რომ ამინდს ვერ ქმნიან .. ჩრდლიში ექცევიან ...
კომონტარების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ

99,0009 % ნაგავია თანამდეროვე კლასიკურ მუსიკაში ..