S A F Oდიდი მადლობა, ვისიამოვნე.
უკვდავია პაპაგენო/პაპაგენას დუეტი. საერთოდ, ჯადოსნური ფლეიტა, რაზეა ლაპარაკი...
უბრალოდ, ახლა რომ ვფიქრობ (ადრეც მიფიქრია), მოცარტის ვოკალი არის
ინსტრუმენტალური. ანუ: მოცარტი ადამიანის ხმას კი არ გულისხმობს იმდენად, რამდენადაც "სუფთა" მუსიკას და მისთვიის სულ ერთია, ადამიანი მღერის, ვთქვათ, პაპაგენოს, თუ უკრავს ფლეიტა.
მე მგონი, ეგ ტრადიცია შემდეგ გაგრძელდა და ვაგნერის სიმფონიზმში მოხდა კულმინაცია. იმიტომ, რომ ვაგნერისათვის სულერთია, პარციFალში ქორო მღერის თუ ხმა, მისთვის ეგ ხმა არის ინსტრუმენტის ხმა, არა ადამიანის, მისი სიმფონიზმის ნაწილია.
მე ამას უარყოფითად არ ვამბობ, პირიქით, ვაღმერთებ.
ამ დროს, მოცარტის და ვაგნერის დონესთან შედარებით "ცუმ-პა-პა-ცუმ-პა-პა" და ტრულაიალა იტალიურმა ოპერამ წინ წამოსწია ადამიანის ხმა (თუმცა ამით მუსიკალურად ნამდვილად არ დაწინაურებულა

)
ცხადია, ეს ყველაფერი ძალიან ტექნიკური დეტალებია და მ უ ს ი კ ა რასაც ჰქვია, ამის მერე მოდის და ამაზე მაღლა დგას, მაგრამ მაინც, საინტერესოა
This post has been edited by Johnnie Walker on 22 Sep 2009, 03:32