"ერთ კვირა დღეს ომის დროს მოსკოვის რადიოში ისმის იუძინას შესრულებით მოცარტის 23 კონცერტი. შესრულება სტალინმა მოისმინა რადიოში და მოხიბლლმა, დარეკა რადიოში და მოითხოვა მოეტანათ მისთვის ჩანაწერი. შესრულება ცოცხალი იყო, ამიტომ რადიოში ჩანაწერი არ გააჩნდათ, მაგრამ რათქმაუნდა ამას სტალინს ვერ გაუმხელდნენ, ამიტომ სასწრაფოდ შეკრიბეს მოსკოვის სიმფონიური ორკესტრი და მარია იუძინა ხმის ჩამწერ სტუდიაში.
ღამის 10 საათზე, ყველა შეკრიბეს, მაგრამ დირიჟორი იმდენად შეშინებლი იყო, რომ ჩანაწერს სტალინი მოისმენდა, ნერვიულობისაგან არასწორად დიღიძორობდა, ამიტომ სახლში გაუშვეს მალევე. მოიყვანეს მეორე დირიჟორი, რომელიც ისეთი მთვრალი იყო, რომ რამდენიმეწუთიანი შესრულების შემდეგ, ორკესტრმა პროტესტის ნიშნად ძირს დადო ინსტრუმენტები. სახლში გაუშვეს ესეც.
ძლივს იპოვეს მესამე დირიჟორი, რომელმაც საბედნიეროდ ზეპირად იცოდა ნოტები. დაახლოებით ღამის 1:30 იყო. "ალორს, მოცარტ" შესძახა დირიჟორმა და მთელი ნაწარმოები ერთი ცდით ჩაწერეს. Eრთადერთი ჩანაწერი გაუგზავნეს სტალინს.
დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, იუძინამ მიიღო წერილი სტალინისგან, მოლოცვა ასეთ იკარგი შესრულების გამო, რომელსაც თან 20000 რუბლი მოაყოლა.
იუძინას საპასუხო წერილი სტალინს:
"ძვირფასო იოსებ ბესარიონოვიჩ,
დიდი მადლობა მინდა გითხრათ თქვენი საჩუქრისთვის, არ იცით რამდენად შეეხო ჩემს გულს თქვენი სიტყვები. თქვენთვის და თქვენი სულისთვის ვილოცებ ყოველ დღე. გახსოვდეთ, რომ ღვთის სიყვარული იმდენადვე დიდია, რამდენადაც მისი შემწყნარებლობა, ისე შეგინდობთ თქვენს ცოდვებს ჩვენი სამშობლოს და ხალხის წინაშე ჩადენილს.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას, ფული მთლიანად ეკლესიას შევწირე.
გულწრფელად,
მარინა ვ. იუძინა"
როდესაც წერილი სტალინის დაჩაში მივიდა, მდივანმა უმალ პოლიციაში დარეკა. პოლიციის უფროსმა ბერიასთან, კაგებეში. სამივემ ერთად დიდი ჭოჭმანის შემდეგ სტალინს გადასცეს წერილი, და აკვირდებოდნენ მის სახეს, შეეტყოთ სტალინისთვის ოდნავი მაინც იმედგაცრუება, რაც იმას ნიშნავდა, რომ იუძინა უნდა გამქრალიყო. სტალინმა წერილი წაიკითხა და წარბის შეუხრელად ნაგავში გადააგდო.
1953 წლის 5 მარტს, სტალინი მკვდარი ნახეს საწოლში. მის მუსიკის დამკვრელზე კი მოცარტის 23-ე კონცერტი ისმოდა, იუძინას შესრულებული."
მოუსმინეთ ამ უნიკალურ ჩანაწერს.
პირადად, ძალიან მომწონდა ჰოროვიცის ჩანაწერი, მაგრამ მას შემდეგ რაც ამ ჩანაწერს მოვუსმინე, სხვას ვეღარ ვუსმენ.
This post has been edited by Walkman123 on 21 Nov 2010, 03:49