alesandraძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის, რო ასე მომეწონა. თუ არ ჩავთვლით რამდენიმე შეუსაბამობას - ორკესტრის ცალკეული წევრების ალთას და ბალთას, ჩელოს სლალომებს, კლავესინის გაუგებრობას და ასინქრონს, ყველაფერი რიგზე იყო.
ჩვეულებრივი და არაფრითგამორჩეული ქართული შესრულება იყო - ორგანიზებულობისა და ხარისხის სამწუხაროდ დაბალი დონით, ოღონდ ის მიხარია, რომ, გამოცდილებიდან გამომდინარე, უფრო დაბალს ველოდებოდი და არ ვიცი, ფრანგი დირიჟორის დამსახურებით თუ ჩვენების მონდომებით (უკეთ - მონდომების ნარჩენებით) ასე არ მოხდა. დარბაზის პატრონი კუთხეში იჯდა, ლოჟაში და მუსიკას პარტიტურით მიჰყვებოდა და არაიშვიათად თავშიც შემოირტყამდახოლმე ამათი შემხედვარე ხელს

ძალიან კარგი იყო გუნდი და ქორალები, ორკესტრის წყობაც, მაგრამ სინქრონის და ბალანსის - რა მოგახსენოთ...
ჩანს ჩვენი დაბალი მომზადების დონე საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, ყველგან და ყველაფერში ჰორიზონტალზე და ვერტიკალზე. რომ არ ჩანდეს, ის უფრო გასაკვირი არ იქნებოდა? ნიჭს ვერც სცდება და ვერც სცილდება ქართველი. მუსიკაში კი ნიჭი მხოლოდ ერთი ნახევარია, ზოგადად შრომაში - 10%, მაგრამ ამას არ აღიარებს ქართველი კაცი, მიზანმიმართულ შრომას და მონდომებას ისევ ფორმალური აღიარება და ტაში ურჩევნია და უქენით, რაც გინდათ...
სხვათა შორის, აქაა თავშესაქცევი განსხვავება ფეხბურთისა და მუსიკის აუდიტორიას შორის: ვინაიდან ფეხბურთი თვალსაჩინო დაა შკარაა, ყველა თანხმდება, რო ქართველები ცუდად თამაშობენ (ისევ და ისევ, არა ნიჭის არქონის ან უკმარობის, არამედ - დისციპლინის და პასუხისმგებლობის არქონისა და აქედან გამომდინარე, არაპროფეზიონალიზმის გამო), ხოლო რადგან მუსიკა აბსტრაქტულზე აბსტრაქტული დარგია და ყველას თავისი ი. ს. ბახი ჰყავს (და ეს ბუნებრივია), აქ არის იმის საშუალება, რომ მსმენელებმაც და შემსრულებლებმაც ურთიერთშეთანხმებით თვალებში ნაცარი აყარონ ერთმანეთს და უმსგავსობა ტრიუმფად გააფორმონ. ამას ბახის პასიონის ამ კონკრეტულ შესრულებაზე არ ვამბობ, მახსოვს, ამავე დარბაზში მალერის პირველი დაუკრეს შარშან თუ შარშანწინ. ეს იყო გაცხადებული ჯოჯოხეთი და მაშინ დაიდგა მსგავსი სპექტაკლი. სანამ ესაა ქართველების ცნობიერი არჩევანი, ვერაფერს ვერ იზამ...
This post has been edited by JSB14BSJ on 25 Apr 2019, 23:33