palindromi-xორიგინალური არ ვიქნები, მაგრამ დირიჟორობა ურთულესი პროფესიაა.
ყველა დიდი შემსრულებელი პირველად ახდენს ნაწარმოების მატერიალიზაციას იმ სახით, რა სახითაც მას აქამდე არ უარსებია.
აი, მე შეიძლება ძალიან მაგარი ვიყო და ჩემ წარმოსახვაში ნათლად წარმოვიდგინო ამა თუ იმ ნაწარმოების ისეთი შესრულება, რომელიც ყველას ჭკუიდან გადაიყვანს, მაგრამ დავდგე ორკესტრის წინაშე და სრულიად უმწეო აღმოვჩნდე, ამ წარმოსახვას ხორცი შევასხა.
დირიჟორობას სჭირდება განსაკუთრებული ტექნიკური უნარი, მოახდინოს უამრავი ინსტრუმენტის ინდივიდუალური და კომბინირებული ჟღერადობის ანალიზი, გამოავლინოს შეცდომები და მოახერხოს მათი კორექცია. თან ამ ყველაფერს თვითონ ვერ გააკეთებს, სხვა უნდა შთააგონოს.

ახალი არაფერი სწერია, მაგრამ მაინც საინტერესო სტატიაა:
http://www.openspace.ru/music_classic/events/details/32481ვფიქრობ, რომ დირიჟორობა არის სპეციფიური მუსიკალური ნიჭი, რომელსაც შემდეგ ხანგრძლივი პრაქტიკა და განვითარება სჭირდება. რამდენი კომპოზიტორი ვიცით, რომელსაც საკუთარი ნაწარმოების ცოდნას ვერ დაუწუნებ, მაგრამ დიდ შემსრულებლებს ვერ შეედრება.
აი, ბერლიოზს, ვაგნერსა და მალერს მათი თანამედროვეები გენიალურ დირიჟორებად მიიჩნევდნენ, მაგრამ ისინი უპირველესად მაინც კომპოზიტორები იყვნენ. მას შემდეგ, რაც დირიჟორობა კომპოზიციას გამოეყო და ცალკე პროფესიად ჩამოყალიბდა, შეიძლება დავასახელოთ რამდენიმე ტიტანი, რომლის შემოქმედებამაც ლეგენდარული სტატუსი შეიძინა. ბიულოვსა და ნიკიშზე მარტო გადმოცემით თუ შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ტოსკანინის, ფურტვენგლერისა და კარაიანის სახელი და გავლენა დირიჟორობის ფარგლებს ნამდვილად გასცდა.
სხვა უდიდესი დირიჟორიც ბევრი იყო. მაგალითისათვის თუნდაც სელისა და შოლტის დასახელება იკმარებს.
განსხვავებით ვოკალური ხელოვნებისაგან, დღეს დირიჟორობის, ისევე როგორც საორკესტრო შესრულების, ტექნიკური დონე ძალიან გაიზარდა. თანამედროვე დირიჟორებსა და ორკესტრებს სასწაულის მოხდენა შეუძლიათ. პრობლემა გახდა ის, რასაც ეს უნარი ემსახურება.
დაიკარგა უხილავი კავშირი დიდი კომპოზიტორების დიად ეპოქასთან. ამიტომ არის, რომ თანამედროვე, ტექნიკურად სრულყოფილი ჩანაწერები ხშირად სიცოცხლეს მოკლებული არიან, სამუზეუმო ექსპონატს გვაგონებენ და ტყუპისცალივით ჰგვანან ერთმანეთს. თუმცა ეს უკვე კლასიკური მუსიკის საერთო პრობლემაა.
აი, წინა გვერდზე ოიგენ სენკარის ჩანაწერი დავდე. განა "ფანტასტიკურ სიმფონიას" დღეს ვინმე ასე ასრულებს?
This post has been edited by WAGNERITE on 6 May 2012, 12:37