პირველ რიგში მადლობა კრეიცერის სონატის წაკითხვა არც მახსოვდა შენ რომ არ დაგეწერა
რაც შეეხება ნაწარმოებს - "პირადული სუბიექტური" ბრძოლა - არ ვიცი რას გულისხმობ
ჩემი აზრით, ზოგადად ადამიანის ბრძოლაა მანდაც და ბეთხოვენის სონატაშიც
რაც ადამიანს განასხვავებს სხვა ცოცხალი არსებებისგან დავარქვათ ამას "რაღაც" (ან თუ გინდა საცნაური როგორც უწოდებენ ხოლმე) მთელი ცხოვრება ტვირთია
იმიტომ რომ ადამიანს არ ჰყოფნის ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. ერთის მხრივ ის არის ცხოველი, რადგან ასეთი მოთხოვნილებები აქვს და ამით ნაწილობრივ ცხოველთა კლასში შედის

მაგრამ მეორე ნაწილს "რაღაც" (საცნაურის) თვისებები აქვს, რაც მას ზებუნებრივ სამყაროს მიაკუთვნებს
ამიტომ გაჩხერილია ასე შუაში
ცხოველი არ არის, თან არც ღმერთია , მოკლედ ადამიანია და ეს არის მაგის უბედურება
ბევრი კარგი ადგილია წიგნში.
მთავარი პერსონაჟის ფიზიკური ლტოლვა მეუღლისადმი ქორწინების შენარჩუნებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
როგორც კი შეირთო ცოლად იმ წუთში დაეკარგათ სალაპარაკო
მოკლედ საერთო არ ჰქონდათ
აქვე ტოლსტოი აღნიშნავს, რომ რატომღაც ქალებს არ აქვთ არჩევანის უფლება და უნდა იცადონ სანამ ვინმე ცოლად მოიყვანს

ბაზარზე არიან გამოსული და მიდის ვაჭრობა
აქ უკვე რთული ფსიქოლოგიური პრობლემაა - როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა თანასწორი და დასძლიოს მარტოობის გრძნობა
რაც შეეეხება მკვლელობას ფაქტიურად მევიოლინე ქმარმა თითონვე მიიწვია სახლში , შემდეგ უსმენდა საკუთარი ცოლის და მევიოლინის დუეტს , აღშფოთდა კრეიცერის სონატით . ამ მუსიკამ კიდევ ერთხელ გააღვიძა მასში თავიდანვე არსებული ეჭვი. აქ საინტერესოდ არის აღნიშნული მუსიკის ზეგავლენა ადამიანზე
მოკლედ ბევრი კარგი ადგილია წიგნში ახლა არ მახსენდება , მერე ციტატებს დავწერ
მიყვარს მე ბეთხოვენი იმიტომ, რომ ადამიანად ყოფნის მდგომარეობაა მანდ
მოცარტი უფრო ცაშია , ბახიც
რამდენი ვიბოდიალე
This post has been edited by unknown lady on 21 Mar 2010, 23:12