პრომენად კონცერტებზე "ნიბელუნგის ბეჭედი" პირველად 2004-2007 წლებში გამოჩნდა. ეს საკონცერტო შესრულება შემსრულებელთა ოთხმა სხვადასხვა ჯგუფმა განახორციელა.
2004 რაინის ოქრო - საიმონ რეტლი
2005 ვალკირე - ანტონიო პაპანო (გეხსომებათ ვიდეო პლასიდო დომინგოსა და ვალტრაუტ მაიერის მონაწილეობით)
2006 ზიგფრიდი - კრისტოფ ეშენბახი
2007 ღმერთების დაისი - დონალდ რანიკლზი
რეტლისთვის რაინის ოქრო ვაგნერის მეორე ოპერა იყო (თავიდან პირდაპირ პარსიფალს მიადგა

). 2006 წლიდან კი ზალცბურგის სააღდგომო და ექს-ან-პროვანსის ფესტივალებზე რინგის საკუთარი ციკლი წამოიწყო (2006 - რაინის ოქრო, 2007 - ვალკირე, 2008 - ზიგფრიდი, 2009 - ღმერთების დაისი).
(პრომენადებისა და ექს-ან-პროვანსის ყველა ჩანაწერი მოგვეპოვება, 2009 წლის ღმერთების დაისის გარდა

).
2004 წლის რაინის ოქრო იმით არის აღსანიშნავი, რომ პერიოდის ინსტრუმენტებით შესრულდა (სხვათა შორის, პირველად და ჯერჯერობით უკანასკნელად). შესავალს თუ გასცდებით (ძალიან მჭახედა ჟღერს, საორკესტრო ბლენდი აშკარად არ გამოვიდა), მერე არა უშავს. შეიძლება მეჩვენება, მაგრამ ვოკალისტებსაც "პერიოდული" ჟღერადობა აქვთ - ოღონდ ვაგნერის დროინდელი მომღერლებისა არა

- პერიოდული ინსტრუმენტების სიმკვეთრისა და მკაფიო ხმოვანების მსგავსი.
RICHARD WAGNER
Das Rheingold (concert performance)
London, Royal Albert Hall, 19/8/2004
Wotan - Willard W. White
Loge - Kim Begley
Donner - James Rutherford
Froh - Timothy Robinson
Fricka - Yvonne Naef
Freia - Geraldine McGreevy
Erda - Anna Larsson
Alberich - Oleg Bryjak
Mime Robin - Leggate
Fasolt - Peter Rose
Fafner - Robert Lloyd
Woglinde - Kate Royal
Wellgunde - Karen England
Flosshilde - Christine Rice
Orchestra of the Age of Enlightenment
Sir Simon Rattle
http://allshares.ge/download.php?id=78A7D92415
მიმაგრებული სურათი