დანიელე გატი ალბათ დიდხანს ემზადებოდა, თავისი ორკესტრით (Orchestre National de France) "პარსიფალი" პარიზისათვის რომ წარედგინა. თავისივე ბაიროითული დადგმის მომღერლებიც ჩამოიყვანა. სამწუხაროდ, არ გაუმართლა: კონცერტამდე ცოტა ხნით ადრე კვანჩულ იუნის ვეტერანი კურტ რიდლით შეცვლა მოუწიათ.
ჯერჯერობით მარტო პირველ მოქმედებას მოვუსმინე. ფრაგმენტული აზრები:
განსხვავებით წინა წლებისაგან, როცა რამდენადმე არათანაბარ შთაბეჭდილებას ტოვებდა, გატი უკვე მთლიანად, თან ბრწყინვალედ, ფლობს პარტიტურას.

ორკესტრი, ფრანგთა კვალობაზე, უაღრესად იდიომურად უკრავს. უკრავს კი არა, თავიდან ბოლომდე მღერის. გატის ყოჩაღ!

უბრალოდ ფენომენალური საორკესტრო პოლიფონია, განსაკუთრებით ვოკალური სცენების აკომპანირების დროს. გატისსიმო!

დეტლეფ როთის ამფორტასი ყველაფერს წყალში ყრის.

ისედაც ძალიან მაგარია, მაგრამ კვანჩულ იუნი რომ ყოფილიყო და ამფორტასი ოპერის დაწყებამდე მოეკლათ, ბოლო ათწლეულის უდაოდ საუკეთესო "პარსიფალი" იქნებოდა.
მთლიანი ვიდეოს ნახვა კიდევ ერთი კვირა შეგეძლებათ:
http://liveweb.arte.tv/de/video/Das_Orches...pielen_Parsifal
მიმაგრებული სურათი