დილის 6 საათზე გამეღვიძა და ვერ დავიძინე
აივანზე გამოვედი, ის დრო იყო ლამპიონებს რომ აქრობენ.
მთელი ქუჩა ცარიელი იყო, მანქანების ხმაც არ ისმოდა.
თვალი მოვკარი, ერთ კაცს ძაღლი მიჰყავდა სასეირნოდ ალბათ ვერის პარკში.
სავარაუდოდ მუშაობს და ძაღლის გაყვანა უნდა მოასწორს.
მერე მეორე გამოვიდა სპორტულებში ჩაცმული ალბათ სავარჯიშოდ.
რა არბენინებს ამ ხალხს ასე ადრე.
ქურთი მეეზოვე ქუჩას არ გვიდა.
ეს ალბათ უფრო გვიან ხდება
ყავა დავლიე და ლეპტოპში დაბალ ხმაზე პრელუდიებს ვუსმენდი.
ძლივს მესმოდა, მაგრამ კაი იყო
ასე იცის 2 საათით ადრე გაღვიძებამ
სამაგიეროდ ახლა თავი ისე მტკივა სტაჟიან ლოთს რომ პახმელია აწუხებს
მეძინება და წერითაც ვერ ვიფხიზლებ თავს. არადა დილით კარგი იყო.
ხოდა ეს რაზე დავწერე
pekineli შოპენი განთიადსაც უხდება-მეთქი
ესაა დედააზრი
This post has been edited by unknown lady on 29 Mar 2011, 10:29